მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელი ბოგვის საჯარო საჯარო სკოლაში აუტიზმის ცნობადობის მსოფლიო დღე აღნიშნეს.
„ადამიანი - უნიკალური ქმნილებაა ამ სამყაროში, რომელსაც ღმერთმა მეტყველების და აზროვნების შესაძლებლობა უბოძა. ჩვენ ყველა ინდივიდუალურები ვართ, მაგრამ ყველა ერთად ვაღწვით იმისათვის, რასაც ნათელი მომავალი ჰქვია. ჩვენს საზოგადოებაში მრავლად არიან განსხვავებული ადამიანები, რომლებსაც ვერ ვუწოდებ სინდრომით დაავადებულს. ისინი უბრალოდ არიან განსხვავებულნი, თუმცა ჩვენი ნაწილი, ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომლებსაც მხოლოდ ოდნავ განსხვავებულად მოპყრობა ესაჭიროებათ. მათ უნდა ვაგრძნობინოთ, რომ ჩვენს შორის ზღუდე, ბარიერი არ არსებობს.
უნდა ვისწავლოთ მათთან ერთად ცხოვრება. და მაინც... როგორი რთული იქნება მათთვის, იყო განსხვავებული, მაგრამ აი ამაშიც არის გამორჩეულობა და ჩვენ ზუსტად ეს უნდა ვაგრძნობინოთ, ვუთხრათ მათ, რომ შენ ხარ გამორჩეული! ყველაფერი რაღაც მიზნისთვის ხდება და ვერც უფლის ნება-სურვილს აღვუდგებით წინ. ჩვენ უნდა ვისწავლოთ, ვასწავლოთ მათ, რომ ჩვენ ვართ ერთი მთლიანი და აქ არანაირი „მე და ის“ არ არსებობს. მომავლის, ნათელი მომავლის საწინდარი მშვიდობაა, მშვიდობას კი ვქმნით მე და შენ, ამ ქვეყნის სრულფასოვანი მოქალაქეები! ჩვენ ერთნაირად უნდა გაგვაჩნდეს ამბიციები, მოთხოვნები, მოვალეობები და უფლებები, რადგანაც მომავალს ვქმნით ჩვენ! მე და შენ ერთად ვაშენებთ მერმისს!“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საინტერესო ფაქტები დედის დღეზე
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ