სიახლეები
პიროვნება

„წარმატებისთვის აუცილებელია დიდი სიყვარული და ერთგულება იმ საქმისადმი, რომელსაც ემსახურები“- ნელი ტერტერაშვილი, მატნის N1 სკოლის დირექტორი
13-04-2021
-
+


რა არის წარმატებისთვის აუცილებელი, რა სჭირდება მომავალ თაობას, რას ახსენებს ხშირად საკუთარ თავს - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge -სთან ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლის დირექტორის ნელი ტერტერაშვილის ბლიც- ინტერვიუს გთავაზობთ.  

- სკოლა არის...
- ულამაზესი ფერებით და ემოციებით სავსე სამყარო, რომელიც უნდა დაინახო და შეიგრძნო.

- ცოდნა გვანიჭებს...
- სიძლიერეს, გვიბიძგებს უფრო მეტი ვიმუშაოთ საკუთარ თავზე, გავხდეთ თავდაჯერებულები და წარმატებულები.

- მომავალ თაობას სჭირდება...
- მასწავლებელი, რომელიც მხოლოდ საგანს კი არ ასწავლის, იქნება მეგობარი, მაგალითის მიმცემი თავისი ქცევით, ცხოვრების წესით და დამოკიდებულებებით.

- როდესაც მოსწავლე ვიყავი...
- ვცდილობდი ყოველთვის მომზადებული წავსულიყავი სკოლაში, მიმეღო ცოდნა და წამეკითხა ბევრი წიგნი. ძალიან მიყვარდა ჩემი სკოლა.

- დირექტორობა მეხმარება...
- გავხდე უამრავი ადამიანის მეგობარი და ჩემი მოსწავლეების მხარდამჭერი.

- საკუთარ თავს ხშირად ვახსენებ...
- რომ ცხოვრება ხანმოკლეა, უნდა ეცადო ბევრი ბედნიერი დღეები და წუთები დააგროვო.

- წარმატებისთვის აუცილებელია...
- მუდმივი განვითარება, დიდი სიყვარული და ერთგულება იმ საქმისადმი, რომელსაც შენ ემსახურები.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება