სიახლეები
სიახლეები

ლიტვის საელჩოს ორგანიზებით თბილისში პროექტი ''ბიზნეს თამაშები, როგორც ინოვაციური გადაწყვეტა სამეწარმეო უნარების განვითარებისთვის'' გაიმართება
28-11-2017
-
+


ლიტვის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებითა და ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს  დაფინანსებით, თბილისში განვითარების პროექტი „ბიზნეს თამაშები როგორც ინოვაციური გადაწყვეტა სამეწარმეო უნარების განვითარებისთვის“ ჩატარდება.

პროექტის ფარგლებში 2017 წლის 8 დეკემბერს თბილისის ტექნო პარკი ამავე სახელწოდების კონფერენციას უმასპინძლებს, რომელიც 09:30-დან 18:00 საათამდე გაგრძელდება და კონფერენციის ფარგლებში როგორც ლიტვის ასევე საქართველოს საჯარო, ბიზნეს და აკადემიური სექტორიდან მოწვეული სპიკერები თავიანთ ხედვებს წარმოადგენენ.

კონფერენციაზე ყველა იმ ეფექტური ინსტრუმენტისა და სიმულაციების შესახებ იქნება საუბარი, რაც სამეწარმეო უნარებისა და ინდივიდუალური/ორგანიზაციული საქმიანობის გაძლიერებისთვისაა აუცილებელი და რაც საბოლოოდ რეგიონული განვითარების ხელშეწყობას ეხმარება.

ლიტვის რესპუბლიკის საელჩო  კონფერენციაზე დასასწრებად საქართველოს ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების სკოლების დირექტორებს და ეკონომიკის მიმართულების მასწავლებლებს ეპატიჟება. 

შეგახსენებთ, ღონისძიება 8 დეკემბერს 09:30- ზე თბილისის ტექნო პარკში გაიხსნება.

ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ბმულზე 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

სკოლის დირექტორებთან მასწავლებლის სახლმა შეხვედრა ჩაატარა

სკოლების შერჩევის 5 კრიტერიუმი ცნობილია - განაცხადის წარდგენის ვადა იწურება

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება