მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 4-დან 11 მაისის ჩათვლით საქართველოში საყოველთაო უქმეები ცხადდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საჯარო სკოლებში დაუგეგმავი არდადეგები უნდა გამოცხადდეს, თუმცა საინტერესოა, ამ რეგულაციას კერძო სკოლები და საბავშვო ბაღებიც თუ დაექვემდებარებიან. მით უმეტეს, რომ კერძო სკოლები სწავლის დაწყებისა და დასრულების ზოგად კანონს დაემორჩილებიან თუ არა, ეს მხოლოდ მათი არჩევანია.
შეწყვეტენ თუ არა სწავლას ამ პერიოდში კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებები? - ამ კითხვით განათლების სამინისტროს მივმართეთ, სადაც გვიპასუხეს, რომ მიუხედავად იმისა, საკითხი კერძო სკოლებს ეხება, მათ მოუწევთ ამ პერიოდში სწავლის შეწყვეტა, რადგან „მთავრობის განკარგულებაა და უნდა დაემორჩილონ“.
რაც შეეხება კერძო ბაღებს, როგორ ირკვევა, მათი მუშაობის შეწყვეტის შესახებ განკარგულება არ არსებობს, შესაბამისად, თავად გადაწყვეტენ, შეაჩერებენ თუ არა ფუნქციონირებას 4-11 მაისს, თუმცა არც მთავრობას მიუღია გადაწყვეტილება, საჯაროს გარდა, კერძო სექტორის რა ორგანიზაციები დაიხურება საყოველთაო დასვენების დღეებში და ისიც ხაზგასმით აღნიშნეს, რომ დრო ჯერ არის, კონკრეტული გეგმა კი მოგვიანებით გაიწერება.
ასევე დაგაინტერესებთ:
დამატებითი არდადეგები საჯარო სკოლებსა და ბაღებში - 30 აპრილიდან 13 მაისამდე საქართველოში სწავლა შეწყდება
გახანგრძლივდება თუ არა სასწავლო წელი დამატებითი უქმეების გამო?
შაბათს სწავლა ან დამატებით გაკვეთილები - გაიზრდება თუ არა მასწავლებლების ხელფასი და რა რეკომენდაციებზე მუშაობს განათლების სამინისტრო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“