მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ჯეგეთას“ წევრებმა 9 აპრილისადმი მიძღვნილი აქტივობა-სემინარი ჩაატარეს.
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთის საჯარო სკოლის ეკოკლუბ ,,ჯეგეთას“ წევრებმა ნიკო კეცხოველის სახელობის კონკურსის ფარგლებში მორიგი სემინარი ჩაატარეს თემაზე - „ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი“. ეკოკლუბის ლიდერმა იკა ბოხუამ წევრებს გააცნო 9 აპრილის ტრაგედია, რომელიც 1989 წლის 9 აპრილს თბილისში მომხდარი სისხლიანი მოვლენების შესახებ, რაც გამოიხატა საბჭოთა არმიის მიერ ანტისაბჭოთა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევაში, რის შედეგადაც დაიღუპა 21 და დაშავდა 427 ადამიანი. 9 აპრილის მოვლენებმა წყალგამყოფის როლი შეასრულა საქართველოს ეროვნულ-განმთავისუფლებელ მოძრაობაში. ეს სემინარი ეხმიანება გაეროს კონვენციისა და მდგრადი განვითარების N16 მიზანს „მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერ ინსტიტუციებს“. ეკოკლუბი „ჯეგეთა“ მომავალშიც განაგრძობს მსგავსი აქტივობების ჩატარებას“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ტესტის ნიმუში და სხვა დეტალები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“