მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბახმელის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა ხულოს მუნიციპალიტეტის პირველობაზე ჭადრაკის შეჯიბრში წარმატებით იასპარეზა.
სკოლა მოსწავლეთა შედეგით ამაყობს.
„10 და 11 აპრილს ხულოს მუნიციპალიტეტის პირველობაზე ჩატარდა შეჯიბრება ჭადრაკში 10 და 14 წლამდე გოგონებსა და ვაჟებს შორის, რომელშიც ტრადიციულად, მონაწილეობდა ტაბახმელის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ნაკრები გუნდი. გუნდის წევრებმა მოიპოვეს 4 პირველი ადგილიდან 3 პირველი ადგილი.
10 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში გოგონათა შორის I ადგილი მოიპოვა ჩვენი სკოლის მოსწავლემ ლანა გობაძემ, ვაჟებიდან - თორნიკე გობაძემ.
14 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში პირველობა მოიპოვა მარი კახაძემ. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ თასებით, მედლებით, სიგელებითა და ფულადი ჯილდოთი.
სკოლა ამაყობს მიღწეული შედეგებით და მადლობას უხდის ბატონ გივი გობაძეს.
ზემოთ აღნიშნული მოსწავლეები 22 აპრილს წარდგებიან აჭარის ჩემპიონატზე და დაიცავენ ჩვენი მუნიციპალიტეტის ნაკრების ღირსებას.
მიღწეულ შედეგებს ეხმაურება ჩვენი კუთხის მკვიდრი, სპორტის ამ სახეობაზე, ჭადრაკზე, უზომოდ შეყვარებული ბატონი რაულ კახაძე.
„ჩემთვის უდიდესი სიამოვნებაა და სიამაყეა თითოეული ჩემი თანასოფლელის, ჩემი პატარა მეგობრის წარმატება, მახარებს მათი მოტივირებულობა“ - ამბობს ის და კვლავ მზადყოფნას გამოთქვამს იდგეს სოფლისა და მომავალი თაობის სამსახურში.
სწორედ მისი ინიციატივით, და მეტი სტიმულისთვის ამ გამარჯვების საჩუქარი -„ეზოს ჭადრაკი“, სულ მალე ჩვენს სკოლას დაამშვენებს, რისთვისაც, წინასწარ უღრმეს მადლობას ვუხდით ბატონ რაულ კახაძეს“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ტესტის ნიმუში და სხვა დეტალები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“