მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბანოჯის საჯარო სკოლაში 9 აპრილი აღნიშნეს. სკოლის დირექციამ კიდევ ერთხელ გაიხსენა 9 აპრილის ორი მნიშვნელოვანი მოვლენა - 1989 წლის ტრაგედია და 1991 წლის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა.
„ვაშა და დიდება საქართველოსთვის დაღუპულ თითოეულ პატრიოტს და თავისუფალი სარბიელი ჩვენს ქართველ ერს!
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ და გისურვებთ მუდამ დამოუკიდებელი, ერთიანი და თავისუფალი საქართველოს მზე ათბობდეს თქვენს გულსა და გონებას!
ამ დამოუკიდებლობის მოპოვებამდე განვლილი გზა სულაც არ ყოფილა ია-ვარდებით მოფენილი. ჯერ კიდევ 1917 წლის თებერვალში, როდესაც სვეტიცხოველში ქართულ ენაზე აღევლინა საზეიმო წირვა და საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია აღდგა, დიდი მიღწევა და ხსნა იყო ქართული ერის, თავად ეკლესიის: სამღვდელოებისა თუ ერისკაცებისა.
1917 წლის ოქტომბერში რუსეთის ბოლშევიკურმა პარტიამ ვლადიმერ ლენინის ხელმძღვანელობით სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო და ხელისუფლება ხელში ჩაიგდო. ამ მოვლენამ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს დამოუკიდებლობისაკენ უბიძგა.
როგორ შეიძლება დღეს სიამაყით არ გავიხსენოთ ქართველი ხალხის დიდი მონაპოვარი, რასაც 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობა ჰქვია, რომელსაც ქართველი ხალხი აღფრთოვანებითა და ზარ-ზეიმით შეხვდა.
საქართველოში შეიქმნა ეროვნული გვარდია, რომელმაც ჩვენი ქვეყანა საკუთარი სიცოცხლის ფასად არაერთხელ იხსნა მტრის დაუნდობელი კლანჭებისგან. საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს პირველი დემოკრატიული კონსტიტუცია, რომელიც ასევე დიდი მონაპოვარია ჩვენი ქვეყნის და ხალხის ისტორიაში. ამ კონსტიტუციამ უდიდესი წვლილი შეიტანა ჩვენი, როგორც მოქალაქის უფლებების და თავისუფლებების აღიარებასა და დამკვიდრებაში.
1918 წლიდან დღემდე საქართველომ ქართველი ხალხის და ქართული არმიის ზურგზე მრავალი ქარ-ტეხილი გამოიარა, მრავალ გასაჭირს გაუძლო, მრავალი გარე თუ შინაური მტერი მოიგერია და ქართველი ხალხი, კვლავ დამოუკიდებელი, თავისუფალი და მორალურად თუ სულიერად ძლიერი დგას ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე.
დღეს 9 აპრილია, საქართველოსთვის ორი უმნიშვნელოვანესი ისტორიული თარიღი:
ამ ორი თარიღის სიმბოლურ კავშირს ხაზი გაუსვა საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ - ზვიად გამსახურდიამაც, რომელმაც საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ტესტის ნიმუში და სხვა დეტალები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“