თაბაგრების საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეები პროექტში - „ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან“ მონაწილეობდნენ
13-04-2021
დაკოპირებულია
-
+
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ თაბაგრების საჯარო სკოლის მე-4-მე-5 და მე-6 კლასების მოსწავლეები შვედურ პროექტში - „ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან“ მონაწილეობდნენ.
„პროექტში მოსწავლეთა ჩართულობას ორგანიზება გაუწია სკოლის დირექციამ და დაწყებითი კლასის მასწავლებელმა მაია ჯაჯნიძემ, რომელმაც პროექტის განხორციელების ყველა ეტაპი წარმატებით შეასრულა. პროექტის ფარგლებში მოეწყო ფილმის - „რამდენი მოიცვა ამქვეყნად“ ჩვენება, ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია შეკითხვებზე პასუხების გაცემით. მოსწავლეები ვებ გვერდებიდან გაეცნენ ფილმში მონაწილე მსახიობების პირად პორტრეტებს. მასწავლებლის მაია ჯაჯანიძის მიერ ორ გაკვეთილზე დრო დაეთმო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა სტერეოტიპები; დემოკრატია; პატივისცემა, მოსწავლეების მიერ განმარტებული იქნა ცნებები და შემდეგ წერილობით უპასუხეს მნიშვნელოვან შეკითხვებს. ასევე პროექტში ჩართულობის პერიოდში შეასრულეს წერილობითი დავალება „მე რომ ერთი დღით გადაწყვეტილების მიღების უფლება მქონდეს“. მათ მიერ მოხდა თემების ურთიერთგაზიარება და განხილვა.
მასწავლებლის მიერ მოსწავლეებთან მოხდა „ბავშვის უფლებების კონვენციის“ გაცნობა, რის შემდეგ მოსწავლეებმა თავად შეიმუშავეს კლასის „კონვენცია“. მოსწავლეებს პროექტში ჩართულობამ ბევრი კარგი უნარი და თვისება ჩამოუყალიბა. მათ ისწავლეს თუ რას ნიშნავს კეთილი საქმის კეთება, და რომ ყველა ადამიანი საზოგადოების სრულყოფილი და თანასწორუფლებიანი წევრია“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.