მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სავანეთის საჯარო სკოლის პედაგოგს, ლამზირა ოსეფაშვილს 2020წ ქვემო ქართლის რეგიონის სამოქალაქო კლუბის მეურვის სიგელი გადაეცა.
10 აპრილს ეროვნული კონფერენცია გაიმართა, რომელსაც სამოქალაქო განათლების პედაგოგები, განათლების სამინისტროსა და მასწავლებელთა სახლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„ზოგჯერ საოცარი და ლამაზი დღე დგება ადამიანის ცხოვრებაში, დღე, რომელიც განწყობას გიხალისებს, გილამაზებს. ასეთ დროს გრძნობ, რომ საჭირო ყოფილხარ, სჭირდები სკოლას, მოსწავლეებს, ოჯახს. ხანდახან მიფიქრია, რა ვიქნებოდი სამოქალაქო განათლების გარეშე?
საინტერესო საგანი დიდ ძალას და ენერგიას იძლევა სკოლაში საუკეთესო ცვლილებების დასანერგად და განსახორციელებლად, ეს ცვლილება კი საკუთარი თავიდან უნდა დაიწყო.
2021 წ 10 აპრილს გაიმართა ეროვნული კონფერენცია, რომელსაც ესწრებოდნენ სამოქალაქო განათლების პედაგოგები სხვადასხვა რეგიონებიდან, განათლების სამინისტროს, მასწავლებელთა სახლის წარმომადგენლები. კონფერენციის პირველ ნაწილში მოხდა სამოქალაქო განათლების პროექტების ამსახველი ფოტოების დათვალიერება, პედაგოგები განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან საუბრობდნენ განხორციელებულ პროექტებზე, პრობლემებზე, შედეგებზე.
კონფერენცია საზეიმოდ გახსნა და მონაწილეებს მიესალმა მარინა უშვერიძე, სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ დირექტორი, რომელმაც დაწვრილებით ისაუბრა პროგრამის მიღწევებზე. სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის საქმიანობა უშუალოდ შეაჯამა მაკა ბიბილეიშვილმა, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის აღმასრულებელმა დირექტორმა.
გამოფენა-კონფერენცია გამოირჩეოდა წარმომადგენლობითი სტუმრიანობით, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს კონფერენციის მუშაობაში.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მოადგილემ მანანა რატიანმა ისაუბრა კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში დანერგილ ცვლილებაზე, „ახალი მოდელის სკოლის“ შესახებ ისაუბრა საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მარიამ ჩიქობავამ.
კონფერენციის ყველაზე ამაღელვებელი ნაწილი იყო მასწავლებელთა დაჯილდოვება. სავანეთის საჯარო სკოლის პედაგოგს, ლამზირა ოსეფაშვილს გადაეცა 2020წ ქვემო ქართლის რეგიონის სამოქალაქო კლუბის მეურვის სიგელი.
ამგვარი ღონისძიება, დაჯილდოება სტიმულის მიმცემია მოსწავლეებისთვის, სკოლისთვის, მთლიანად სასკოლო საზოგადოებისთვის, რათა კიდევ მეტი ინიციატივები გამოავლინონ, იკვლიონ თემის და სკოლის საჭიროებები, პროექტები განახორციელონ და საკუთარი წვლილი შეიტანონ სასარგებლო, სასიკეთო საქმის გასაკეთებლად“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ტესტის ნიმუში და სხვა დეტალები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“