სიახლეები
საინტერესო

რას ფიქრობენ პედაგოგები „ახალი სკოლის მოდელის“ ტრენინგებზე - გულწრფელი კომენტარები სამასწავლებლოდან
21-05-2021
-
+


„ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში პედაგოგებს ტრენინგები უტარდებათ. როგორც მასწავლებლები etaloni.ge-სთან საუბარში აღნიშნავენ, ტრენინგები მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმას უკავშირდება და ტრენერები მათ ახალი ესგ-ს მიხედვით ამუშავებენ. ტრენინგზე დიდი ყურადღება ეთმობა კომპლექსურ დავალებებზე მუშაობას. მასწავლებლებს ევალებათ, ტრენინგზე მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოავლინონ, შესაბამისად, გაკვეთილები ახალი ესგ-ს მიხედვით დაგეგმონ.

პედაგოგთა დიდი ნაწილი აღნიშნულ ტრენინგებს მუდმივად ესწრება, თუმცა კონფიდენციალურ საუბრებში მასწავლებლები უკმაყოფილებასა და იმედგაცრუებას ავლენენ.

etaloni.ge დაინტერესდა, რას ფიქრობენ პედაგოგები ტრენინგებზე და რას საუბრობენ ისინი, როდესაც „სანდო გარემოში“ არიან? - გაეცანით მასწავლებელთა კომენტარებს:

„მინდა, რომ მასწავლებლებმა გამოვუცხადოთ ბოიკოტი ყველა ტრენინგს. საკმარისი გამოცდილება გვაქვს იმისთვის, რომ კარგი გაკვეთილი ჩავატაროთ და დაგვანებონ თავი. უჩვენოდაც იშოვება ფული“.

„რამდენი ტრენინგს შეიძლება დაესწროს მასწავლებელი დღის მანძილზე? ახლა „ახალი სკოლის მოდელის“ ტრენინგებს ვესწრები და მეუბნებიან, სავალდებულო ტრენინგიც უნდა შეგირჩიოს დირექტორმაო. რამდენს დავესწროთ ერთდროულად? დავიღალე, აღარც მხედველობა მივარგა და აღარც ნერვები“.

„ჯერ „თიმსიო“, ახლა მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმაო, მერე კიდევ ახალს მოიფიქრებენ რამეს, გათიშული და დანევროზებული დავდივარ უკვე“.

„არ მინდა ცუდად გამომივიდეს, მაგრამ ჩემს საგანში ვინცაა ტრენინგის ხელმძღვანელი, ვერაფერს გვაგებინებს, იძულებული ვარ ჩემს კოლეგას ვკითხო, მას როგორ აუხსნა თავისმა ხელმძღვანელმა იგივე საკითხი. ან ეს ე.წ. ქოუჩები შეარჩიონ ისე, რომ კარგი გადმოცემის უნარი ჰქონდეთ, ან დაგვანებონ თავი საერთოდ. დროს ვკარგავ ტყუილად, შეიძლება ძალიანაც საინტერესოა ეს „ახალი სკოლის მოდელი“, მაგრამ ვერაფერს ვიგებ“.

„ეს ტრენინგები ხომ არ დაილია, ოჯახები გვყავს, შვილები, შვილიშვილები. ტრენინგებისთვის გავჩნდით ამ ქვეყანაზე?! შემაზიზღეს ჩემი პროფესია, ეს მარაზმი როდემდე უნდა გაგრძელდეს, დღეებს ვითვლი, როდის გავალ პენსიაზე“.

„ჩემი აზრით, ახალი არაფერია იმაში, რასაც ახლა გვასწავლიან. ადრეც იგივენაირად ვმუშაობდი, თურმე კომპლექსური დავალება რქმევია, რასაც ისედაც ვაკეთებდი“.

„აღარ გვაქვს პირადი ცხოვრება, არადა ოჯახებს, ახლობლებს, მეგობრებს ვჭირდებით და ჩვენც გვჭირდებიან ისინი. დავიღალე! ადრე მიხაროდა, ახლა კი არანაირი მოტივაცია აღარ მაქვს ისეთ რუტინად იქცა ეს ტრენინგები“.

„გვესმის, რომ მასწავლებლობა თუ გადაწყვიტე, სულ უნდა ისწავლო, მაგრამ ასე უგზო-უკვლოდ განათლებულობაც არ ვარგა. ერთი ტრენინგი მთავრდება, მეორე იწყება. ვეღარ ვიმახსოვრებ რომელ დღეს, რომელ საათზე რომელ ტრენინგს უნდა დავესწრო“.


პედაგოგებს ვკითხეთ, რომ არ დაესწრონ ტრენინგებს, რა მოხდება ასეთ შემთხვევაში?

„ოფიციალურად რამე სადამსჯელო ღონისძიება თუ არსებობს არ ვიცი, მაგრამ მე ტრენინგის რამდენჯერმე გაცდენის შემდეგ კათედრის ხელმძღვანელი დამიკავშირდა და მთხოვა, ტრენინგებს აქტიურად დავსწრებოდი. რა თქმა უნდა, თავი უხერხულად ვიგრძენი და ახლა უკვე, შეიძლება ითქვას, ჩემი თანამშრომლის ხათრით ვესწრები“.

„როდესაც მასწავლებელი გქვია, ასე უპასუხისმგებლოდ ვერ მოიქცევი, თორე პედაგოგების უმრავლესობა სულ არ დაესწრებოდა მაგ ტრენინგებს. რომ არ შევიდე ტრენინგზე, ჩემი რეპუტაცია შეილახება, ესაც საკმარისია იმისთვის, რომ იძულებით დავესწრო ხოლმე“.

გარდა „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში დაგეგმილი ტრენინგებისა, პედაგოგებს სავალდებულო ტრენინგების გავლაც უწევთ. შეგახსენებთ, რომ პედაგოგი ვალდებულია, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში გაიაროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ან დადგენილი წესის შესაბამისად აღიარებული ტრენინკურსები.

უფროსის სტატუსის მქონე პედაგოგებისთვის სავალდებულო ტრენინგების ხანგრძლივობა 20 საათია, წამყვანი მასწავლებლებისთვის - 12 საათი, მენტორები კი - 6 საათი.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება