მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარელისის საჯარო სკოლაში 9 აპრილს ღონისძიება მიუძღვნეს.
„9 აპრილი დღე გლოვისა და ამავდროულად დღე ზეიმისა“ - ამ სლოგანით წარიმართა სკოლაში საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
აქტივობა მოამზადა და განახორციელა ისტორიის კლუბმა, რომლის კურატორია პედაგოგი ინგა ვეფხვაძე.
„კიდევ ერთხელ გაიარა ჩვენს თვალწინ იმ დღეებმა, რომელმაც ბევრი გმირი და ბევრი გულანთებული მამულიშვილი დაგვიტოვა გასახსენებლად. საუკეთესოდ შეზავებული სიტყვა, ლექსი, ქმედება, ჩვენება, კადრები საინტერესო და ორიგინალური მიგნებებით იყო გაჯერებული. კიდევ ერთხელ შეიმართა ქართული სული ჰიმნის ფონზე და იმედი იმისა, რომ ქართული სული უკვდავია. მადლობა ასეთი საუკეთესო დღისათვის ჩვენს საუკეთესო მოსწავლეებს და ინგა ვეფხვაძეს, რომელიც მუდამ ზრუნავს მოსწავლეთა საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაზე, როგორც საგაკვეთილო, ასევე სასკოლო და სკოლისგარე სივრცეში. წარმატებები“,-აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
KIU და ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებს განახორციელებენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეების ნამუშევრები მრავალფეროვანი და საინტერესო გახლდათ, მნახველთა დიდი მოწონებაც დაიმსახურა და რეალიზებაც წარმატებით მოხერხდა
აღსანიშნავია, რომ მსგავსი გასვლითი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა