მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
რეზო იაკობაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის, ღურტის საჯარო სკოლის დირექტორი:
- ჩვენთვის მისაღებია ეს ინიციატივა და უნდა გადავიდეთ ელექტრონული ჟურნალის წარმოებას. პედაგოგები ადვილად შეეჩვივნენ მის წარმოებას, გაუგებარი არაფერია და თუ რაიმე სიახლე ემატება, გამოცდილებას ერთმანეთს უზიარებენ. თავიდან საჭიროებდნენ დახმარებას, მაგრამ ახლა ეს საკითხი აღარ დგას.
ხარიტონ დუმბაძე, სელიმ ხიმშიაშვილის სახელობის, ხულოს მუნიციპალიტეტის, ბაკოს საჯარო სკოლის დირექტორი:
- ელექტრონულმა ჟურნალმა ძალიან კარგი შედეგი გამოიღო, მშობლებსაც ზუსტი ინფორმაცია აქვთ შვილების აკადემიური მოსწრების შესახებ, დამრიგებლებსაც გაუმარტივდათ მუშაობა... პარალელურად, მატერიალურ ჟურნალსაც ვაწარმოებთ, მაგრამ ელექტრონული ჟურნალი, ვფიქრობთ, უფრო კომფორტულია.
ნარგიზ ხორგუანი, მესტიის მუნიციპალიტეტის, მაზერის საჯარო სკოლის დირექტორი:
- ელექტრონული ჟურნალის წარმოება კარგია, თუ ყველგან იქნება გამართული ინტერნეტკავშირი. პედაგოგები მიყვებიან ინსტრუქციებს, ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ და თუ დენისა და ინტერნეტის პრობლემა არ გვაქვს, მუშაობენ.
ხათუნა ფიფია, აკადემიკოს ვიქტორ გუჩუას სახელობის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ფახულანის თემის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:
- დადებითად შევაფასებ ამ ინიციატივას და ვფიქრობ, მისი წარმოება განსაკუთრებულ სირთულეს არ წარმოადგენს. ინტერნეტი ყველას აქვს ტელეფონში და ძირითადად, ასე მუშაობენ. სკოლაში გვაქვს კომპიუტერები, მაგრამ იმდენი არა, რომ 25-მა პედაგოგმა იმუშაოს, ამიტომ ტელეფონი უფრო მოსახერხებელია მათთვის. ჩემი აზრით, მატერიალური ჟურნალი არ უნდა ჩაანაცვლოს ელექტრონულმა რესურსმა - ორივე უნდა იყოს და საჭიროებისამებრ გამოვიყენოთ.
მადონა ჭკადუა, მესტიის მუნიციპალიტეტის, ყარ-სგურიშის საჯარო სკოლის დირექტორი:
- გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთან ცუდი ინტერნეტკავშირია, მირჩევნია, ორივე სახის ჟურნალი იყოს - მატერიალურიც და ელექტრონულიც. თუ ერთში ვერ მოხერხდება მუშაობა, მეორეში ვიმუშავებთ. მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირ სიახლეს მივესალმები, ჩვენი პირობებიდან გამომდინარე, ძალიან რთულია ელექტრონული რესურსების გამოყენება. ბევრ პრობლემას ვაწყდებით - ხან ნიშანი ვერ შეგვაქვს, ხან შემაჯამებელი, ასეთ პირობებში კი ორივე სახის ჟურნალი გვჭირდება გვჭირდება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა გაკეთდება იმისთვის რომ სკოლებამდე და ბაღემადე მისასვლელი გზა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისსთვის უსაფრთხო იყო
სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში
გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
პროექტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შეიქმნა და STEM საგნებისადმი ინტერესის გაღვივებას ემსახურება
ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ღონისძიება საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებაზე ჩაატარეს