სიახლეები
პიროვნება

„მომავალ თაობას სჭირდება უსაფრთხო გარემო, წარმატებული ქვეყანა და ოჯახი, სადაც იზრდება“ - ღრელის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა ივანიძე
14-04-2021
-
+


რა არის წარმატებისთვის აუცილებელი, რა სჭირდება მომავალ თაობას, რას ახსენებს ხშირად საკუთარ თავს - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელის საჯარო სკოლის დირექტორის - ნონა ივანიძის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:

- სკოლა არის...

- ადგილი, სადაც ნახევარი ცხოვრება გავატარე, ჩემი მეორე ოჯახი.

- ცოდნა გვანიჭებს...

- მეტ თავდაჯერებულობას, ნებისმიერ საქმეში გადაწყვეტილების მიღების საშუალებას, სხვისი დახმარების გაწევას კონკრეტულ სიტუაციაში და თუნდაც ცოდნის გადაცემის პროცესში „ვიცოდეთ, როგორ ვასწავლოთ“ ...

- მომავალ თაობას სჭირდება...

- განათლებული თაობები, უსაფრთხო გარემო, წარმატებული ქვეყანა და ოჯახი, სადაც ის იზრდება.

- როდესაც მოსწავლე ვიყავი...

- მასწავლებლების დარიგებები ცოტა შაბლონურად მეჩვენებოდა ,ძალიან სწრაფად გავიდა მოსწავლეობის ხანა და მეტად დავაფასე მათი თითოეული სიტყვა თუ დარიგება. ბევრ რამეზე მწყდება გული, თუნდაც იმაზე, რომ სწავლასთან ერთად უფრო მეტ დროს დავუთმობდი მეგობრებთან ურთიერთობას.

- დირექტორობა მეხმარება...

- მქონდეს მეტი შესაძლებლობა მრავალ ადამიანთან ურთიერთობის პირისპირ თუ ონლაინ, ვიყო ,თუნდაც, სამაგალითო მოსწავლეებისთვისაც და მასწავლებლებისთვისაც.

- საკუთარ თავს ხშირად ვახსენებ...

- რომ ყოველი ახალი დღე ახალი ცხოვრებით უნდა დავიწყო, რადგან არ ვიყო რუტინული და მოსაწყენი ირგვლივმყოფთათვის...

- წარმატებისთვის აუცილებელია...

- ადამიანებისა და საქმისადმი დიდი სიყვარული უანგარო, თავდადებული შრომა, ნიჭი, გულწრფელობა, მომავლის რწმენა და მუდმივად სიახლეების ძიება.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება