მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლაში „ეტალონის“ შესარჩევი ტური ჩატარდა.
ინტელექტ-შეჯიბრში მე-8 - მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, სულ 23 მოსწავლე.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა „ეტალონის“ პედაგოგი ლია ფუტკარაძე, რომელსაც ეხმარებოდა მასწავლებელი ლარისა ტომარაძე.
პირველი ტურის მიმდინარეობაზე მონიტორინგს „ეტალონის“ პედაგოგებთან ერთად ახორციელებდნენ სკოლის დირექტორი თინათინ ბეჟაშვილი და დირექტორის მოადგილე სასწავლო ნაწილის დარგში დავით რობაქიძე.
როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ინტელექტ-შეჯიბრის მსვლელობის დროს მოსწავლეები დიდი ინტერესით, პასუხისმგებლობითა და ენთუზიაზმით ეკიდებოდნენ ტესტის შევსებას. აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანმა აირჩია ვერსია „თამამი“.
მოსწავლეების ნამუშევრები ლია ფუტკარაძემ და ლარისა ტომარაძემ შეამოწმეს.
ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის დირექცია წარმატებას უსურვებს მოსწავლეებს ინტელექტ-შეჯიბრის მომდევნო ეტაპებზე.
იხილეთ ფოტოები20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება