სიახლეები
სიახლეები

„71 ათას მოსწავლეს არ ჰქონდა წვდომა კომპიუტერთან, ჩვენ კი პრობლემის გააზრების ნაცვლად, გვაქვს საზეიმო ცერემონიალები“ - სიმონ ჯანაშია
16-05-2021
-
+


კოვიდპანდემიამ საგანმანათლებლო სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დააყენა და მაშინ დისტანციური სწავლება ერთადერთი გამოსავალი იყო, თუმცა ხარისხთან დაკავშირებით ახლაც არაერთი კითხვისნიშანია. განათლების საკითხების სპეციალისტი სიმონ ჯანაშია დისტანციური სწავლების ხარვეზებსა და  სკოლების გახსნა-დახურვით გამოწვეულ პრობლემებზე საუბრობს:

- სიტუაციას  შევხედოთ გლობალურად, პანდემიის პერიოდში გაიზარდა უთანასწორობა ქვეყნებს შორის. როდესაც ტექნოლოგიები ხდება მნიშვნელოვანი, უთანასწორობა უფრო აშკარაა, რადგან ინფრასტრუქტურა არაა ყველგან თანაბრად განვითარებული; ეს უთანასწორობა ჩანს პედაგოგიური თვალსაზრისითაც, მაგალითად - კომპეტენციები როგორაა განაწილებული ქალაქებსა თუ სოფლებში.

უნდა ვიმსჯელოთ არა მხოლოდ იმაზე, რა პრობლემები აქვთ ბავშვებს, არამედ, რა პრობლემები გვაქვს ჩვენ, საზოგადოებას -  პრობლემების გააზრების ნაცვლად, გვაქვს საზეიმო ცერემონიალები.

განათლების მინისტრის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 71 000 მოსწავლეს არ ჰქონდა წვდომა კომპიუტერულ ტექნოლოგიებზე და ამ დროს, სამინისტრო ანგარიშში საუბრობს არა პროცესის დახვეწასა თუ შედეგებზე, არამედ თავის ძალისხმევაზე.

თუ ინტერნეტი არ აქვს ბავშვს, არსებობს ტელესკოლა, მაგრამ არ ამბობენ, რამდენი ბავშვია ჩართული და მასწავლებლები თუ უყურებენ ტელესკოლას;  პირველი  კლასის „დედა ენაზე“ უფრო დიდი დისკუსიაა, ვიდრე იმაზე, რამდენად მოსწონთ ბავშვებს სწავლა პირველ კლასში; საუბრობენ, როგორი კომპიუტერის მიცემა სჯობს ბავშვისთვის და არა იმაზე, როგორ გამოიყენოს კომპიუტერი სასწავლო პროცესში ჩართვისთვის.

ასევე მნიშვნელოვანი საკითხია, რამდენად ეფუძნებოდა სკოლების დახურვა-გახსნის საკითხი კვლევებსა და მტკიცებულებებს. მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, რატომ იხურება ან იხსნება სკოლები და რას უნდა ველოდეთ.

აშკარაა, ჩვენი სისტემა ისედაც არასწორადაა მოწყობილი, ფორსმაჟორულ ვითარებაში კი უფრო მძაფრია გაუმართაობის განცდა. 10 თვე მოუნდა სახელმწიფო, მოეხდინა ინტერნეტის სუბსიდირება, დისტანციური განათლების შესახებ კანონში შესწორებებსაც თვეები დასჭირდა და მოუმზადებელი სკოლა, ცხადია, დაიბნევა, რა მიმართულებით შეიძლება გადადგას ნაბიჯები. ჩვენ არ ვიცით, სამინისტრო რით ხელმძღვანელობს, როდესაც გადაწყვეტილებას იღებს და სკოლას, მით უმეტეს, არ ეცოდინება.

კრიზისულ მდგომარეობაში აუცილებელია არსებობდეს გადაწყვეტილებების მიღების ცენტრი, გადაწყვეტილებები კი იყოს სწრაფი და რელევანტური.

პანდემიის პირობებში, იმის მაგივრად, პანდემიის მართვასთან დაკავშირებით გაეგზავნათ საკონსულტაციო ჯგუფები, სახელმწიფო გზავნიდა ჯგუფებს, რათა ესწავლებინათ, როგორ უნდა ასწავლონ მასწავლებლებმა ახალი სკოლის მოდელის მიხედვით, რასაც პანდემიასთან კავშირი არ აქვს. არადა საჭირო იყო გაგება,  როგორ მოეხდინათ ეროვნულ სასწავლო გეგმის მოდიფიცირება ნახევარსაათიანი გაკვეთილების პირობებში. სკოლას სჭირდება ცოდნა, როგორ დააყენოს კამერა საკლასო ოთახში, რათა ე.წ ჰიბრიდული მოდელი აამუშავოს, ან როგორ შეიძლება ადგილობრივი რესურსების მობილიზება, როცა ბავშვებს არ აქვთ წვდომა ტექნოლოგიებთან, ეს შესაძლებლობები გაუჩნდეთ

სკოლებში სადაც უნარიანი დირექტორები არიან, ეს მოახერხეს. გასაგებია, რომ სკოლას აქვს ავტონომია, მაგრამ ზოგ დირექტორს არ აქვს უნარი ან ეშინია რაღაც ტიპის გადწყვეტილების მიღების  და ამ პირობებში უფრო მნიშვნელოვანია წარმატებებისა და წარუმატებლობის აღრიცხვა, რათა გაუმართაობა აღმოიფხვრას. ფაქტია - განათლების პოლიტიკის მიმართულებები საჭიროებს ცვლილებას.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებელთა საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია - ინფორმაცია სპეცპედაგოგებისთვის

ვინ უნდა იყიდოს ბაღში ფერადი ფურცლები და ილუსტრირებული წიგნები - ვალდებულებები

ინფორმაცია მასწავლებლებისთვის - რა უნდა იცოდეთ შეფასებების ასახვისას

9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები
დედამიწის დღე ზედა ოყურეშის დაწყებით სკოლაში – ეკოლოგიური დღესასწაული პატარებთან ერთად
აქტივობას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ნანა შუკაკიძე და ნათია შუკაკიძე
 

ვიზიტის ფარგლებში სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს სამხედრო ინფრასტრუქტურა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება