სიახლეები
სიახლეები

უმაღლეს სასწავლებელში გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები სსსმ მოსწავლეები
14-04-2021
-
+


ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები სპეციალური საჭიროების მქონე პირები, რომლებმაც ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქმედ განვითარების შეფერხების, სენსორული და ქცევისა და ემოციური დარღვევების მქონე ბავშვთა სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სკოლებში მიიღეს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩაირიცხებიან და დაფინანსებას მიიღებენ. 

პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და დღეს მესამე მოსმენით დაამტკიცა მთავრობის ინიციატივით წარდგენილი პროექტი, რომლის გათვალისწინებით, სწორედ ასეთი მოსწავლეებისათვის, ზოგადი განათლების მიღების შემდეგ, უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ხდება.

ცვლილება “უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში განხორციელდა. როგორც მთავრობა განმარტავს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ინკლუზიური განათლების არარსებობის გამო, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები იძულებულნი არიან ზოგადი განათლება საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქმედ სკოლებში მიიღონ, რომლებიც სენსორული (სმენისა და მხედველობის) დარღვევის მქონე ბავშვთა სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.

“პროექტის მომზადების მიზანია იმ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ და რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიებზე ინკლუზიური განათლების არარსებობის გამო, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებას მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქმედ შესაბამის ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებში ახერხებენ, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსების წესის დამტკიცების საფუძვლის გაჩენა“, - აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ

სკოლის წარმომადგენელი მუდმივმოქმედ კომისიაში იქნება - ცვლილება კანონში

რა შემთხვევაში აქვს სკოლას 1 ან 2-წლიანი ვადა ხარვეზების გამოსასწორებლად - დეტალები

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები
სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
 

მოსწავლეებმა გარემოს დაცვის მნიშვნელობა ნათლად გაიაზრეს

დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ღონისძიებით - „ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ“ დასრულდა
ღონისძიება თითოეული მოსწავლისთვის იქცა ცოდნის, ემოციისა და შემოქმედებითი გამოხატვის შესანიშნავ საშუალებად
 

მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები გამართეს და განიხილეს შიშველთესლოვანი მცენარეების ძირითად მახასიათებლები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება