სიახლეები
სამასწავლებლო

„ეროვნული გამოცდის ნიშნით უნდა მოხდეს უნივერსიტეტში ჩარიცხვა“ - ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ ინიციატივას დირექტორები აფასებენ
15-04-2021
-
+


ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული ინიციატივის მიხედვით, შესაძლოა, უნივერსიტეტში ჩარიცხვისას, ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, სკოლის საშუალო ნიშანი, მასწავლებლების რეკომენდაციები თუ კლასგარეშე მუშაობა გაითვალისწინონ.

როგორ აფასებენ ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ ინიციატივას - აღნიშნული შეკითხვა etaloni.ge-მ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლების დირექტორებს დაუსვა:

ილარიონ ლაბაძე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, რკვიის საჯარო სკოლის დირექტორი:

- მგონი, მისაღები იქნება სკოლის რეკომენდაციის გათვალისწინება. არის ოჯახები, რომელთაც არ აქვთ საშუალება, გადაიხადონ სწავლის გადასახადი - მოსწავლეები გავიდნენ ეროვნულ გამოცდებზე, მაგრამ ვერ გააგრძელეს სწავლა ფინანსური პრობლემის გამო. თუ სკოლის ნიშანი და რეკომენდაცია ასწევს მათ ქულას ისე, რომ მიიღონ დაფინანსება, ამ ინიციატივას მივესალმები.

შინო მოსიძე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, მიქავას თემის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

- დიდი ხანია, ნიშანი ატესტატში არ ჩანს და რა ფორმით გაითვალისწინებენ  სკოლის ნიშნებს ეროვნულ გამოცდებზე? -  თუმცა, თუ სკოლის შეფასებას მნიშვნელობა მიენიჭება, დადებითად შევაფასებ - მეტი მოტივაცია ექნებათ მოსწავლეებს, რათა მაღალი შეფასება მიიღონ.

კახა გიორხელიძე, ხონის მუნიციპალიტეტის, ძეძილეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

- კარგი იდეაა... თუ მოსწავლე კარგად სწავლობს, მეტი მოტივაცია ექნება, რადგან ცოდნა ეროვნულ გამოცდებზეც გამოადგება.

შორენა ქურასბედიანი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, გოლთეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

- ეს ინიციატივა ძალიან კარგი და სასარგებლოა მოტივაციისთვისაც და სკოლის პრესტიჟის ამაღლებისთვისაც. ისეთი მდგომარეობაა, რეპეტიტორებთან დადიან ბავშვები და რაც სკოლაში უნდა ისწავლონ, არ სწავლობენ. მოსწავლე ფიქრობს-  მაინც რეპეტიტორთან წავალ და ის მომამზადებს. ამიტომ ზედა კლასებში შედარებით, მოდუნებული სწავლებაა და  ძალიან კარგი იქნება,  თუ სკოლის ნიშანი საჭირო გახდება სადმე -  ეს გაზრდის სწავლის ხარისხს.

რეზო იაკობაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის, ღურტის საჯარო სკოლის დირექტორი:

- ძალიან კარგი იქნება, ამ სისტემაზე თუ გადავალთ, სკოლასაც ექნება საშუალება, შეფასება გააკეთოს თავისი მოსწავლის და კარგი იქნება, თუ ამ შეფასებას გაითვალისწინებენ.

ხარიტონ დუმბაძე, სელიმ ხიმშიაშვილის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის, ბაკოს საჯარო სკოლის დირექტორი:

- ბავშვებმა სკოლაში სწავლის  მოტივაცია დაკარგეს, თუმცა ვფიქრობ, თუ სკოლის ნიშანი გახდება საჭირო, შეფასება ობიექტური შეიძლება აღარ იყოს... ამიტომ ეროვნული გამოცდის ნიშნით უნდა მოხდეს უნივერსიტეტში ჩარიცხვა.

ნარგიზ ხორგუანი, მესტიის მუნიციპალიტეტის, მაზერის საჯარო სკოლის დირექტორი:

- ინიციატივას დადებითად ვაფასებ, რადგან 10-12 წელი ბავშვი სკოლაში რომ დადის,  პედაგოგი  მას კარგად იცნობს და  დახასიათება ბევრს უნდა ნიშნავდეს. შეფასებაც ობიექტური იქნება და სკოლის განათლებასაც მეტი მნიშვნელობა მიენიჭება.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება