მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კოჭბანის საჯარო სკოლაში დედა ენის დღე აღნიშნეს.
მე-2-მე-4 კლასის მოსწავლეებმა, ამ მნიშვნელოვან დღესთან დაკავშირებით, კედლის გაზეთი გამოუშვეს.
მოსწავლეები აქტივობაში ინტერესით ჩაერთვნენ და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
14 აპრილს, საქართველოში „დედა ენის“ დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა.
1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
izrune.ge-ს ხელოვნური ინტელექტი „იო“ მალე მოსწავლეებს საკუთარ ძლიერ მხარეებს დაანახებს და პროფესიის არჩევაშიც დაეხმარება
ოლიმპიადის მეორე ტურის შედეგი გამოქვეყნდა - იხილეთ სწორი პასუხები და მინიმალური ქულები საგნების მიხედვით
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“