სიახლეები
სკოლები

დედაენის დღე და მოსწავლე- მასწავლებლების შეჯიბრი ციხიის საჯარო სკოლაში
15-04-2021
-
+


ტყიბულის მუნიციპალიტეტის, ციხიის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, ბავშვებიც ჩართულები არიან სხვადახვა სასკოლო აქტივობაში და არც ისეთი მნიშვნელოვანი თარიღები ავიწყდებათ, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

14 აპრილს, დედაენის  დღესთან დაკავშირებით, ციხიის საჯარო სკოლაში ნამდვილი დღესასწაული მოეწყო, რომლის მთავარი გმირები მოსწავლეები და მასწავლებლები იყვნენ. ეს კი, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ციხიის საჯარო სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, მოსწავლეებს უყვართ სწავლა და მშობლიური ენა.

ციხიის სკოლაში ჩატარებული ღონისძიებები ენის სიწმინდის დაცვასა და ქართულ ანბანს ეძღვნებოდა. განსაკუთრებით საინტერესო და აზარტული იყო მოსწავლე-მასწავლებლებს შორის კონკურსი - „ვინ უკეთ უფრთხილდება და იცავს სახელმწიფო ენის ნორმებს და სიწმინდეს?!“

უდავოდ, სასიამოვნო და ლამაზი სანახაობა იყო მოწაფეთა მიერ ქართული ანბანის  სიტყვით შემკობა - „ლექსთა გრძელთა თქმა“!

„ტყიბულის მუნიციპალიტეტის, ციხიის საჯარო სკოლის დირექცია, ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი გილოცავთ ქართული ენის დღეს! 2021 წლის 14 აპრილი ციხიის საჯარო სკოლის ისტორიის ფურცლებზე ერთ-ერთ ლამაზ და ღირსსახსოვარ დღედ ჩაიწერა“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

izrune.ge-ს ხელოვნური ინტელექტი „იო“ მალე მოსწავლეებს საკუთარ ძლიერ მხარეებს დაანახებს და  პროფესიის არჩევაშიც დაეხმარება

ოლიმპიადის მეორე ტურის შედეგი გამოქვეყნდა - იხილეთ სწორი პასუხები და მინიმალური ქულები საგნების მიხედვით 

პირველი ტესტირების თარიღი ცნობილია - რეგისტრაცია დაიწყო

ინიციატივა მე-11 კლასის მოსწავლეებს ეხება - დეტალური ინფორმაცია

რომელი სკოლები წარადგენენ ანგარიშს - სია ცნობილია

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მასწავლებლებმა საკითხში ცოდნა აიმაღლეს და სერტიფიკატითა და სასაჩუქრე პაკეტით დაჯილდოვდნენ

მოსწავლეები, კლუბის ხელმძღვანელთან ერთად, სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ სატბორე მეურნეობაში

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება