მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
14 აპრილს, დედაენის დღესთან დაკავშირებით, ხუნწის საჯარო სკოლაში ნამდვილი დღესასწაული მოეწყო, რომლის მთავარი გმირები მე-3 და მე-4 კლასების მოსწავლეები იყვნენ. ეს კი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ხუნწის საჯარო სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, მოსწავლეებს უყვართ სწავლა და მშობლიური ენა.
„სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსცემთ შთამომავლობას?“ - 14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება და ის 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად, 1990 წლიდან დაწესდა.1978 წელს საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გადაწყვიტა მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა; თუმცა, ამ განზრახვის სისრულეში მოყვანას წინ აღუდგა მთელი საქართველოს მოსახლეობა. თბილისში მოეწყო მასობრივი გამოსვლები და მსვლელობა თსუ-დან უმაღლესი საბჭოს შენობისაკენ. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო — სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.
„მართლაც ქართული ენა ერის დედაა, მაგრამ არა გაუცხოებული დედა, არამედ ნამდვილი ქართული წმინდა ენა - ერის დედა, რომელმაც ჩაკრულო იმღერა და გალაქტიკათა შორის გაგზავნა; ენა, ქართული დამწერლობა მსოფლიოს 14 დამწერლობას შორისაა და თავისი სათქმელი ბევრჯერ თქვა. სწორედ ქართულ ენაზე შეიქმნა „ვეფხისტყაოსანი“ და „დავითიანი“, - აღნიშნულია ხუნწის საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ვიდეო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ეროვნული სასწავლო გეგმის შესახებ სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ
თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო