მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დედაენის დღესთან დაკავშირებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში, პედაგოგის - მაია ფიფიას ხელმძღვანელობით, ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი „ქართული კალიგრაფია“. კონკურსში მონაწილეობდნენ V-IX კლასის მოსწავლეები, მიზანი კი ქართული კულტურის მნიშვნელოვანი მონაპოვრის - ქართული დამწერლობისა და ქართული კალიგრაფიის პოპულარიზაცია, ხელით წერის კულტურის განვითარება და კონკურსანტების შემოქმედებითი უნარის წარმოჩენა გახლდათ.
მოსწავლეებმა დიდი მონდომებით შეასრულეს ნამუშევრები, ხოლო დედაენის დღეს კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება და ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.
გამოვლინდნენ I-II-III და IV ადგილზე გასული კონკურსანტები, ასევე სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული მონაწილეები. გამარჯვებულ კონკურსანტებს კი სკოლის ადმინისტრაციამ გადასცა ფასიანი საჩუქრები.
„სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსცემთ შთამომავლობას?“ - 14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება და ის 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად, 1990 წლიდან დაწესდა.
1978 წელს საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გადაწყვიტა მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა; თუმცა, ამ განზრახვის სისრულეში მოყვანას წინ აღუდგა მთელი საქართველოს მოსახლეობა. თბილისში მოეწყო მასობრივი გამოსვლები და მსვლელობა თსუ-დან უმაღლესი საბჭოს შენობისაკენ. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო — სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
izrune.ge-ს ხელოვნური ინტელექტი „იო“ მალე მოსწავლეებს საკუთარ ძლიერ მხარეებს დაანახებს და პროფესიის არჩევაშიც დაეხმარება
ოლიმპიადის მეორე ტურის შედეგი გამოქვეყნდა - იხილეთ სწორი პასუხები და მინიმალური ქულები საგნების მიხედვით
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა ელექტროსტატიკის შესახებ ინფორმაცია მოიძიეს