სიახლეები
სკოლები

„გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას! - ტყემლოვანის საჯარო სკოლაში დედაენის დღეს კვირეული მიეძღვნა
15-04-2021
-
+


14 აპრილთან  დაკავშირებით, ყოველ წელს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის, ტყემლოვანის საჯარო სკოლაში სხვადასხვა ღონისძიება ეწყობა.ამასთან, ქართული ენის კვირეულის ფარგლებში გამოცხადებული იყო სკოლის მოსწავლეთა კონკურსი – „გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას!", სადაც გამოვლინდა გამარჯვებული - მეცხრე კლასის მოსწავლე ნათია ჩინჩალაძე.

ასევე მოეწყო „დედაენის“ დღისადმი მიძღვნილი გამოფენა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ლიტერატურა იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ; გარდა ამისა, გამოფენილი იქნა სკოლის მოსწავლეთა მიერ გამოცემული გაზეთის ნომრები, სადაც საუბარია მშობლიური ენის მნიშვნელობაზე საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ამასთან, ცნობილი ქართველი პოეტების „დედაენისადმი" მიძღვნილი ლექსები.

კვირეული დაგვირგვინდა დაწყებითი კლასების მასწავლებლების: მარინე, მზია და ინგა ცუცქირიძეების მიერ მომზადებული მხატვრულ-ლიტერატურული-კომპოზიციით: „ო, ენავ ჩემო".მოსწავლეებმა პატივი მიაგეს დედაენას და ერთხელ კიდევ აღნიშნეს, რომ ესაა განძი, რომელიც ქართველ კაცს მთელი ცხოვრების მანძილზე მიჰყვება.

სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსცემთ შთამომავლობას?“ - 14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება და ის 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად, 1990 წლიდან დაწესდა.1978 წელს საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გადაწყვიტა მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა; თუმცა, ამ განზრახვის სისრულეში მოყვანას წინ აღუდგა მთელი საქართველოს მოსახლეობა. თბილისში მოეწყო მასობრივი გამოსვლები და მსვლელობა თსუ-დან უმაღლესი საბჭოს შენობისაკენ. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო — სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

izrune.ge-ს ხელოვნური ინტელექტი „იო“ მალე მოსწავლეებს საკუთარ ძლიერ მხარეებს დაანახებს და  პროფესიის არჩევაშიც დაეხმარება

ოლიმპიადის მეორე ტურის შედეგი გამოქვეყნდა - იხილეთ სწორი პასუხები და მინიმალური ქულები საგნების მიხედვით 

პირველი ტესტირების თარიღი ცნობილია - რეგისტრაცია დაიწყო

ინიციატივა მე-11 კლასის მოსწავლეებს ეხება - დეტალური ინფორმაცია

რომელი სკოლები წარადგენენ ანგარიშს - სია ცნობილია

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

საჯარო სკოლა არაერთ საერთაშორისო პროექტს სთავაზობს მოსწავლეებს

მასწავლებლებმა საკითხში ცოდნა აიმაღლეს და სერტიფიკატითა და სასაჩუქრე პაკეტით დაჯილდოვდნენ

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება