სიახლეები
სკოლები

„ეს ჩვენი დიდი გამოცდილება და დიდი გამარჯვებაა“ - ცუცხვათის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა წარმატება მოიპოვა
15-04-2021
-
+


ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცუცხვათის საჯარო სკოლის გუნდი - „ბიზნეს-ინოვატორები“ ბუთქემფის ფინალში მონაწილე ოცი გუნდიდან მე-5 ადგილზე გავიდა. დაჯილდოვების ცერემონიალი წესების სრული დაცვით თბილისის ეროვნული უნივერსიტეტის დარბაზში გაიმართა, დედაენის დღეს, 14 აპრილს.

„ბიზნეს-ინოვატორებმა მოიპოვეს გამარჯვება ნომინაციაში- „წარმატებით გაყიდული ციფრული პროდუქტი“ და საჩუქრად პალიტრა  L-საგან გადაეცათ საინტერესო წიგნები. გარდა ამისა, პროექტის თითოეულ მონაწილეს წილად ხვდა უსადენო ყურსასმენები.

შეგახსენებთ, რომ ბუთქემფში არის პროექტი, რომელიც ემსახურება „ცოდნის კაფეს“ აშენებას. 17 დღეში 162-მა ახალგაზრდამ 35867 ლარის შეგროვება მოახერხა და ამ დიდ გამარჯვებაში მარიამ პატარიძემ, თამარ პატარიძემ, ნინო კუპრაშვილმა, თამარ კუპრაშვილმა, ნანა ჭელიშვილმა და ლუკა ცირეკიძემ თავიანთი წილი აგური დადეს.

„ეს ჩვენი დიდი გამოცდილება და დიდი  გამარჯვებაა -  ამბობენ ცუცხვათის სკოლის მოსწავლეები“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

izrune.ge-ს ხელოვნური ინტელექტი „იო“ მალე მოსწავლეებს საკუთარ ძლიერ მხარეებს დაანახებს და  პროფესიის არჩევაშიც დაეხმარება

ოლიმპიადის მეორე ტურის შედეგი გამოქვეყნდა - იხილეთ სწორი პასუხები და მინიმალური ქულები საგნების მიხედვით 

პირველი ტესტირების თარიღი ცნობილია - რეგისტრაცია დაიწყო

ინიციატივა მე-11 კლასის მოსწავლეებს ეხება - დეტალური ინფორმაცია

რომელი სკოლები წარადგენენ ანგარიშს - სია ცნობილია

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

საჯარო სკოლა არაერთ საერთაშორისო პროექტს სთავაზობს მოსწავლეებს

მასწავლებლებმა საკითხში ცოდნა აიმაღლეს და სერტიფიკატითა და სასაჩუქრე პაკეტით დაჯილდოვდნენ

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება