მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის N3 საჯარო სკოლაში დედაენის დღეს სხვადასხვა აქტივობითა და ღონისძიებით ყოველთვის აღინიშნებოდა. პანდემიის მიუხედავად, გამონაკლისი არც წლევანდელი წელი იყო.
კონკურსი სააქტო დარბაზში ჩატარდა ქვეყნის კანონმდებლობით დაწესებული რეგულაციების სრული დაცვით.
„ქართული ენის დღე საზეიმოდ აღნიშნეს V და VI კლასებმა (ქართულის მასწავლებელი - ს.რურუა). მხატვრული კითხვის კონკურსის მონაწილეები არჩეულმა ჟიურიმ შეაფასა და გამოავლინა საუკეთესო დეკლამატორები. ამ დღეს მიეძღვნა ასევე კალიგრაფიის კონკურსიც. მხატვრული კითხვისა და კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებულებსა და მონაწილეებს გადაეცათ სიგელები.
დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა (I, II, III, IV კლასები) დიდი მონდომებით და გააზრებით ლამაზად ჩაწერეს საყვარელი ლექსის სტროფები და პატარა გამოფენა მოაწყვეს თავიანთ საკლასო ოთახებში, თანაც ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ქართული ენისადმი მიძღვნილი ლექსების მხატვრულად კითხვაში. მონაწილეებს კლასის დამრიგებლებმა სიგელები გადასცეს. სკოლაში ჩატარებულმა აქტივობებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნეს იმაში, რომ ქართულ გენსა და ენას გადაშენება არ უწერია“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
izrune.ge-ს ხელოვნური ინტელექტი „იო“ მალე მოსწავლეებს საკუთარ ძლიერ მხარეებს დაანახებს და პროფესიის არჩევაშიც დაეხმარება
ოლიმპიადის მეორე ტურის შედეგი გამოქვეყნდა - იხილეთ სწორი პასუხები და მინიმალური ქულები საგნების მიხედვით
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა ელექტროსტატიკის შესახებ ინფორმაცია მოიძიეს