მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პროექტ „ეტალონის“ ავტორი და წამყვანი, გოჩა ტყეშელაშვილი რამდენიმე დღის წინ ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში’’ გაჩენილი ხანძრის დროს დაღუპული 21 წლის ჩოხატაურელის, გიორგი მორთულაძის პანაშვიდზე ჩოხატაურის მერთან და მერის მოადგილეებთან ერთად მივიდა და ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.
გიორგი მორთულაძის პანაშვიდი დღეს ჩოხატაურის წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის საკათედრო ტაძარში ჩატარდა.
ჩოხატაურელი გიორგი მორთულაძე რამდენიმე დღის წინ სასტუმრო „ლეოგრანდში’’ დატრიალებულმა ტრაგედიამ იმსხვერპლა. 21 წლის გიორგიმ დაწყებითი განათლება სამრევლოს სკოლაში მიიღო, იყო ხატმწერი და სტიქაროსანი.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარი 24 ნოემბერს გაჩნდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო სასტუმროდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო.
ოფიციალური ინფორმაციით, ხაძრის შედეგად 11 ადამიანია დაღუპული, რომელთაგან 10 საქართველოს და ერთი ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა, ჰოსპიტალიზაცია 21 ადამიანს დასჭირდა.
Etaloni.ge მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა