მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მესტიის მუნიციპალიტეტის ბეჩოს საჯარო სკოლაში ქართული ენის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება ჩატარდა.
მასწავლებელმა ნონა ქალდანმა დედაენის დღეს ლექსი მიუძღვნა.
***
ა-მას გპირდები, ქართველი,
ბ-ევრი რამე მაქვს სათქმელი...
გ-ულით, სულით ვარ ქართველი,
დ-ედა ბოძი და საყრდენი!
ე-რს არ შევარცხვენ, ვისწავლი,
ვ-ალს ვაჟკაცურად მოვიხდი,
ზ-ოგჯერ ბავშვი ვარ ვიცელქებ,
თ-ანაც ჯერ კიდევ ექვსი წლის,
ი-აკობ ძიასაც უყვარდა
კ-არგად გართობა ბავშვებთან,
ლ-აღი და ტკბილი ბავშვობა,
მ-ინდა ქართველო ქართველთან!
ნ-აომარ, ნატანჯ ქართველთან...
ო-დესღაც, თურმე, ქართველებს,
პ-ატარობაც კი წაართვეს....
ჟ-ამთა სვლამ ვეღარ გაგტეხა,
რ-ას არ გაუძელ ქართველო!
ს-ანამ ცოცხალი ვიქნები,
ტ-ოლ მეგობრებთან ვიქნები,
უ-ღალატო და გულწრფელი!
ფ-ანტასტიურად სულგრძელი!
ქ-ართველი საქართველოში
ღ-ირსეული და მომთმენი!
ყ-ველამ იცოდეს, დღეიდან,
შ-ევისისხლხორცებ სამშობლოს,
ჩ-ოქზეც რომ დავდგე, ავიტან,
ც-ალი ხელით თავს გავიტან!
ძ-ალ-ღონე მომდგამს თავიდან,
წ-არსულსაც გულში ჩავიკრავ,
ჭ-ირსაც გავუძლებ, ავიტან,
ხ-ელსაც ჩაგკიდებ ხანდისხან,
ჯ-ერ პატარა ვარ, დაიცათ,
ჰ-ეი, საქართველოს დავიცავ!
/ნონა ქალდანი/
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
izrune.ge-ს ხელოვნური ინტელექტი „იო“ მალე მოსწავლეებს საკუთარ ძლიერ მხარეებს დაანახებს და პროფესიის არჩევაშიც დაეხმარება
ოლიმპიადის მეორე ტურის შედეგი გამოქვეყნდა - იხილეთ სწორი პასუხები და მინიმალური ქულები საგნების მიხედვით
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა ელექტროსტატიკის შესახებ ინფორმაცია მოიძიეს