მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატახტრის საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღნიშნეს. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ანა გულაშვილი, I კლასის მოსწავლეებს დედაენის დღის მნიშვნელობაზე ესაუბრა და დაარსების ისტორია გააცნო.
I კლასის მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს და მასწავლებლის დახმარებით, კედლის გაზეთი დაამზადეს.
იქიდან გამომდინარე, რომ სკოლა ჰიბრიდულ მოდელზეა, მოსწავლეთა ნაწილი გაკვეთილს ონლაინ ფორმატში შეუერთდა, მათ ვიდეოზე ჩაწერეს ლექსები და ასე მიაწოდეს საყვარელ მასწავლებელს.
14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება და ის 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად, 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წელს საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გადაწყვიტა მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა; თუმცა, ამ განზრახვის სისრულეში მოყვანას წინ აღუდგა მთელი საქართველოს მოსახლეობა. თბილისში მოეწყო მასობრივი გამოსვლები და მსვლელობა თსუ-დან უმაღლესი საბჭოს შენობისკენ. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
izrune.ge-ს ხელოვნური ინტელექტი „იო“ მალე მოსწავლეებს საკუთარ ძლიერ მხარეებს დაანახებს და პროფესიის არჩევაშიც დაეხმარება
ოლიმპიადის მეორე ტურის შედეგი გამოქვეყნდა - იხილეთ სწორი პასუხები და მინიმალური ქულები საგნების მიხედვით
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა ელექტროსტატიკის შესახებ ინფორმაცია მოიძიეს