მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქობულეთის მუნიციპალიტეტის, აჭყვას საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, ბავშვებიც ჩართულები არიან სხვადახვა სასკოლო აქტივობაში და არც ისეთი მნიშვნელოვანი თარიღები ავიწყდებათ, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.
14 აპრილს, დედაენის დღესთან დაკავშირებით, აჭყვას საჯარო სკოლაში ნამდვილი დღესასწაული მოეწყო, რომლის მთავარი გმირებიც მოსწავლეები იყვნენ. ეს კი, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ აჭყვას საჯარო სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, მოსწავლეებს უყვართ სწავლა.
ახლაც, აჭყვას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ირინე გორგაძის ხელმძღვანელობით დედაენის დღე აღნიშნეს. იმავდროულად, გაიმართა კონკურსი თემაზე - „ვინ მეტი აფორიზმი იცის“, სადაც გამოავლინეს გამარჯვებულები და გადასცეს სიგელები.
„სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსცემთ შთამომავლობას?“ - 14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება და ის 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად, 1990 წლიდან დაწესდა.1978 წელს საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გადაწყვიტა მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა; თუმცა, ამ განზრახვის სისრულეში მოყვანას წინ აღუდგა მთელი საქართველოს მოსახლეობა. თბილისში მოეწყო მასობრივი გამოსვლები და მსვლელობა თსუ-დან უმაღლესი საბჭოს შენობისაკენ. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო — სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
პირველკლასელთა რეგისტრაცია კვლავ რამდენიმე ეტაპად წარიმართება
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კონკურსში სამივე საფეხურის - დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ
კლდის საჯარო სკოლა დამსახურებულ წარმატებას ულოცავს მეხუთეკლასელ მათე ბლუაშვილს, რომელმაც მათემატიკის ოლიმპიადაში ვერცხლის მედალი მოიპოვა