მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალკის №1 საჯარო სკოლაში, 13 აპრილს, მე-10 კლასის მოსწავლე გიორგი მილდიანის ორგანიზებით, ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ ფინალური ტური ჩატარდა.
ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ მე-8 და მე-11 კლასების გუნდები. თამაში მე-11 კლასის გამარჯვებით დამთავრდა.
„მონაწილეებს გადაეცათ ქების სიგელები და საჩუქრები. ქების ფურცლის დიზაინიც პროექტის ავტორმა შექმნა და საკუთარი ბიბლიოთეკიდან გამარჯვებული ბავშვებისთვის ცნობილი მხატვრების წიგნები დაარიგა. დიდი მადლობა ყველას, მონაწილე და მაყურებელ ბავშვებს, მხარდამჭერ მასწავლებლებს დიდი მადლობა გიორგი მილდიანს ასეთი საინტერესო და ინტელექტუალური პროექტის წარდგენისთვის.
მომავალში ვაპირებთ სხვა სკოლის ბავშვებიც ჩავრთოთ ამ პროექტში, მოვიწვიოთ მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებიდან ინტელექტუალური ჯგუფები. ეს პირველი ნაბიჯი იყო პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ და წარმატებები გვინდა ვუსურვოთ ამ და სხვა მრავალი პროექტების განხორციელებაში გიორგის და მთელ სკოლას.
იმედია, პანდემიას დავამარცხებთ და მომავალი სასწავლო წლიდან შემოდგომა-გაზაფხულის სეზონის თამაშისთვის მასშტაბურად მოვემზადებით!“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
izrune.ge-ს ხელოვნური ინტელექტი „იო“ მალე მოსწავლეებს საკუთარ ძლიერ მხარეებს დაანახებს და პროფესიის არჩევაშიც დაეხმარება
ოლიმპიადის მეორე ტურის შედეგი გამოქვეყნდა - იხილეთ სწორი პასუხები და მინიმალური ქულები საგნების მიხედვით
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა ელექტროსტატიკის შესახებ ინფორმაცია მოიძიეს