მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის ისტორიის მოყვარულთა და სამოქალაქო განათლების კლუბ „ერთობას“ ორგანიზებით, სკოლის ფოიეში საინფორმაციო და ამავე დროს, შემოქმედებითი აქტივობა მოეწყო, რომელიც სიყვარულის დღეს მიეძღვნა.
კლუბის ხელმძღვანელი ისტორიის პედაგოგი ფიქრია გიორხელიძეა, ლიდერი კი - XIა კლასის მოსწავლე მარიამ აფხაძე.
XIა კლასის მოსწავლეებმა: ლოლიტა კინწურაშვილმა, მარიამ აფხაძემ და მარიამ ქაშიბაძემ ისაუბრეს სიყვარულის დღის დამკვიდრების იატორიის შესახებ. გაიხსენეს ცნობილი ქართველი წყვილები.
IXა კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს ლადო ასათიანის ლექსები, ხოლო VIIბ კლასის მოსწავლე ლევან ბენიძემ კი წაიკითხა იოსებ ნინოშვილის ლექსი „შენ არა გაქვს მეფის გვარი“.
სკოლის დირექტორმა შეაჯამა აქტივობა და ოტია იოსელიანის ლექსით სიმბოლურად დააგვირგვინა ღონისძიება.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
izrune.ge-ს ხელოვნური ინტელექტი „იო“ მალე მოსწავლეებს საკუთარ ძლიერ მხარეებს დაანახებს და პროფესიის არჩევაშიც დაეხმარება
ოლიმპიადის მეორე ტურის შედეგი გამოქვეყნდა - იხილეთ სწორი პასუხები და მინიმალური ქულები საგნების მიხედვით
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა ელექტროსტატიკის შესახებ ინფორმაცია მოიძიეს