მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სამტრედიის N3 საჯარო სკოლაში, ნამდვილი დღესასწაული მოეწყო, რომლის მთავარი გმირები მოსწავლეები იყვნენ. ეს კი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სამტრედიის N3 საჯარო სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, მოსწავლეებს უყვართ სწავლა და მშობლიური ენა.
„ჩვენი წინაპრების ერთსულოვნებამ და თავდადებამ დღემდე შემოგვინახა ის საგანძური, რასაც ქართული ენა ჰქვია. ეს შეუფასებელი სიმდიდრე ჩვენგან განსაკუთრებულ მოფრთხილებას და ზრუნვას მოითხოვს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში და სწორედ ამ მიზნით, II „გ“ კლასის მოსწავლეებმა შექმნეს შემეცნებითი დაფა „დავიცვათ ქართული ენის სიწმინდე“, სადაც პერიოდულად განათავსებენ იმ სიტყვებს, რომელთა წარმოთქმასა და ჩაწერაში ხშირად უშვებენ ბავშვები შეცდომებს.
II „ა“ კლასის მოსწავლეებმა კი მოაწყვეს საკლასო გამოფენა სახელწოდებით - „დედაენის კვალდაკვალ“; მოსწავლეებმა საკუთარი ნახატებითა და დედაენაზე შექმნილი გამონათქვამებით, გაალამაზეს კედლის გაზეთი.
„მე და საზოგადოების“ მასწავლებელმა - ეკა გაბადაძემ 14 აპრილს მიუძღვნა გაკვეთილი და აჩვენა ბავშვებს ვიდეომასალა. მიწოდებული ინფორმაცია კი კიდევ უფრო განავრცო ქალბატონმა მარინა ნადირაძემ, როგორც ამ მოვლენების უშუალო მონაწილემ და თვითმხილველმა. ეს ყველაფერი კი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო მოსწავლეებისთვის.
IV „გ“ კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს კედლის გაზეთი „ღმერთების ენა“, რომელიც გაალამაზეს თავიანთი ხელით დამზადებული ანბანითა და მოძიებული მასალით.
იხილეთ ვიდეორგოლი:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
izrune.ge-ს ხელოვნური ინტელექტი „იო“ მალე მოსწავლეებს საკუთარ ძლიერ მხარეებს დაანახებს და პროფესიის არჩევაშიც დაეხმარება
ოლიმპიადის მეორე ტურის შედეგი გამოქვეყნდა - იხილეთ სწორი პასუხები და მინიმალური ქულები საგნების მიხედვით
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა ელექტროსტატიკის შესახებ ინფორმაცია მოიძიეს