მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაშის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეებმა, ამავე კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ლელა ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, სიყვარულის დღისადმი მიძღვნილი ზეიმი გამართეს სახელწოდებით - „სიყვარული ატრიალებს დედამიწას“.
„ზეიმის მონაწილეებმა ფართო სპექტრით წარმოაჩინეს სიყვარული და მისი განხილვა, უნაზესი და უსპეტაკესი გრძნობით - დედაშვილური სიყვარულით დაიწყეს. ნოდარ დუმბაძისა და სხვა პოეტების გენიალური ფრაზებით მოეფერნენ დედებს, არც მეგობრული სიყვარული დაუტოვებიათ უყურადღებოდ და არც სამშობლოს სიყვარულს შეწირული ადამიანების ღვაწლი დავიწყნიათ, დათა პაპისა და მისი ქვრივის სულშიჩამწვდომი ისტორიით უგალობეს სამშობლოსა და მისთვის თავდადებულ გმირებს.
„ხატიამ და სოსოიამ“, „მერიმ და ზურიკელამ“, „დეიდა ანიკომ და კუკარაჩამ“, „რომეომ და ჯულიეტამ“ - ყველაფერი „თქვეს“ სიყვარულზე, მარტივად და გენიალურად დაგვარწმუნეს, რომ „სიყვარული დიდი ნიჭია და ცოდვაა ის კაცი, ვინც ამ ნიჭის განცდის გარეშე წავა ამ ქვეყნიდან“, - გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
izrune.ge-ს ხელოვნური ინტელექტი „იო“ მალე მოსწავლეებს საკუთარ ძლიერ მხარეებს დაანახებს და პროფესიის არჩევაშიც დაეხმარება
ოლიმპიადის მეორე ტურის შედეგი გამოქვეყნდა - იხილეთ სწორი პასუხები და მინიმალური ქულები საგნების მიხედვით
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა ელექტროსტატიკის შესახებ ინფორმაცია მოიძიეს