მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„სიყვარული და ქიმია“ - წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში სიყვარულის დღე ორიგინალურად აღინიშნა. დღე, რომელიც საქართველოში 1994 წლიდან აღინიშნება, ქიმიის კლუბის „რადონი“ წევრებმა დიდი სიყვარულითა და შემეცნებითი კუთხით დაგვანახეს. კლუბის ხელმძღვანელი ქიმიის მასწავლებელი მარინა გურეშიძე გახლავთ.
„საინტერესო, სახალისო, თემატური და კრეატიული ხასიათის პრეზენტაციები წარმოადგინა კლუბის წევრებმა:
მოსწავლეებმა ჩაატარეს ლამაზი, საინტერესო და სახალისო ექსპერიმენტები: „ვულკანი“ - ამონიუმის დიქრომატის წვის რეაქცია და „სიყვარულის ელექსირის მიღება“ - წყალბადის ზეჟანგის მჟანგავი უნარის გამოყენებით.
ქიმია და სიყვარულის ექსპერიმენტები რეალური ფაქტებით გვარწმუნებდა რომ: სიყვარული იცავს გულს, სიყვარული აყუჩებს ტკივილს, სიყვარულია ინტელექტის სტიმულატორი, სიყვარული აჯილდოებს არამიწიერი სილამაზით, სიყვარული ყველას ბედნიერებას ანიჭებს.
მადლობა ქალბატონ მარინას - ამ საინტერესო ღონისძიების ხელმძღვანელს და ჩვენს მოსწავლეებს. მათ დღევანდელი დღე გაგვილამაზეს და მართლაც ყველას ბედნიერება მოგვანიჭეს“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
izrune.ge-ს ხელოვნური ინტელექტი „იო“ მალე მოსწავლეებს საკუთარ ძლიერ მხარეებს დაანახებს და პროფესიის არჩევაშიც დაეხმარება
ოლიმპიადის მეორე ტურის შედეგი გამოქვეყნდა - იხილეთ სწორი პასუხები და მინიმალური ქულები საგნების მიხედვით
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა ელექტროსტატიკის შესახებ ინფორმაცია მოიძიეს