სიახლეები
სკოლები

ნიგოზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის უცხოელმა მოხალისეებმა ვორქშოპი ჩაატარეს
19-04-2021
-
+


ვახტანგ ჯაოშვილის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის, სამოქალაქო განათლების პედაგოგ მანანა პაპიძის ინიციატივით, ევროპელმა მოხალისეებმა ვორქშოპი ჩაატარეს.

ვორქშოპი განათლების პედაგოგთა ფორუმის ფარგლებში, ზუმის პლატფორმის მეშვეობით გაიმართა.

უცხოელმა მოხალისეებმა ქართველ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ესპანური კულტურა, ტრადიციები და სკოლის მოდელი გააცნეს, ესპანური და ქართული განათლების სისტემის ძირითად მსგავსებები და განსხვავებები განიხილეს და ესპანელებისა და ქართველების ნათესაურ კავშირზეც ისაუბრეს. 

ონლაინ ვორქშოპზე აქცენტი გაკეთდა განათლების მიღებისა და დასაქმების პროგრამებზე. 

„ლაურამ და ბრუნომ მოსწავლეებს, გააცნეს ესპანური კულტურა, ტრადიციები და სკოლის მოდელი, ისაუბრეს ესპანური და ქართული განათლების სისტემის ძირითად მსგავსებებსა და განსხვავებებზე. ასევე ესპანელებისა და ქართველების ნათესაურ კავშირებზე. განათლების მიღების შესაძლებლობებზე, ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში. ასევე ისაუბრეს, Au-Pair დასაქმების პროგრამაზე.

ვორქშოპი საინტერესოდ წარიმართა, რისთვისაც მადლობას იმსახურებს ნიგოზეთის ვ. ჯაოშვილის სახელობის საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი ანა ნეფარიძე, რომელმაც ვორქშოპის მიმდინარეობის პროცესში თარჯიმნის ფუნქცია შეასრულა. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებს, ვორქშოპით დაინტერებისთვის და სკოლის დირექტორს, ქალბატონ მერი პაპიძეს გაწეული დახმარებისთვის“ - ნათქვამია მასწავლებლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

izrune.ge-ს ხელოვნური ინტელექტი „იო“ მალე მოსწავლეებს საკუთარ ძლიერ მხარეებს დაანახებს და  პროფესიის არჩევაშიც დაეხმარება

ოლიმპიადის მეორე ტურის შედეგი გამოქვეყნდა - იხილეთ სწორი პასუხები და მინიმალური ქულები საგნების მიხედვით 

პირველი ტესტირების თარიღი ცნობილია - რეგისტრაცია დაიწყო

ინიციატივა მე-11 კლასის მოსწავლეებს ეხება - დეტალური ინფორმაცია

რომელი სკოლები წარადგენენ ანგარიშს - სია ცნობილია

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

საჯარო სკოლა არაერთ საერთაშორისო პროექტს სთავაზობს მოსწავლეებს

მასწავლებლებმა საკითხში ცოდნა აიმაღლეს და სერტიფიკატითა და სასაჩუქრე პაკეტით დაჯილდოვდნენ

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება