მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის საჯარო სკოლაში დედაენის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს.
გაიმართა კალიგრაფიის კონკურსი, მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა, ჩატარდა კონფერენცია, ასევე მოსწავლეებმა გამოუშვეს კედლის გაზეთი.
„ენა ბურჯია ერისა“- ამ ლოზუნგით, 14 აპრილს, დაწყებით კლასებში, მასწავლებლებმა -ანა რცხილაძემ, ნანული ავაქიშვილიმა და ირმა აფციაურმა მოსწავლეებს დასამახსოვრებელი დღე მოუწყეს.
გაიმართა დედაენის დღისადმი მიძღვნილი აქტივობები: ლექსების მხატვრულად კითხვა, მონტაჟი, კალიგრაფიის კონკურსი, მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა, „სლაიდშოუს“ ჩვენება.
VIII, IX. X კლასის მოსწავლეების მონაწილეობით (ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებლები: მანანა დაბახიშვილი, მაია ქვლივიძე, მაია ბორაშვილი) გაიმართა კონფერენცია - „სიყვარულის ლექსის და ღმერთების ენა“. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, საკონფერენციო თემები, გამოუშვეს კედლის გაზეთი. სკოლის ფოიეში მოეწყო V - VI - VII კლასების მოსწავლეთა ნახატების გამოფენა“,- აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ასევე მოსწავლეებმა შეასრულეს ფრანგული სიმღერა კინოფილმიდან „ჩარირამა“
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონკურსი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა გამოაცხადა
რისი გაკეთება არ შეიძლება წინასაახალწლოდ - ყველაფერი, რაც 2025 წლის დადგომამდე უნდა გავითვალისწინოთ