მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დედაენის დღის აღსანიშნავად, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ პაპოშვილების საჯარო სკოლის პირველ და მეორე კორპუსში საზეიმო ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიებას უძღვებოდნენ ქართული ენის მასწავლებლები - ომარ და შუშანა ფუტკარაძეები. მოსწავლეებმა გაიხსენეს 43 წლის წინანდელი მოვლენები. წარმოადგინეს მოხსენება თემაზე - „ენა დედაა ერისა“, წაიკითხეს ლექსები.
ქართული ენის მასწავლებელმა, ომარ ფუტკარაძემ მოსწავლეებს გადასცა ფასიანი საჩუქრები და ტკბილეული.
14 აპრილს, საქართველოში „დედა ენის“ დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა.
1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები განათლებაში - რესურსცენტრების ხელმძღვანელებისა და სკოლის დირექტორების კონკურსი, ცვლილება ეროვნულების პროგრამაში...
სანტა კლაუსი გამოცხადდეს უცხოეთის აგენტად - რუსეთსა და ბელარუსში იკრძალება სანტა კლაუსი და საშობაო, ინლისურენოვანი სიმღერები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლა სიამაყით გვაცნობს მეთორმეტეკლასელებს, რომლებსაც წლის ბოლოს, ცხოვრების ახალ ასპარესზე დაულოცავენ გზას
ძველ ბერძნულ სამოსში გამოწყობილმა მოსწავლეებმა იმპერიის სიდიადე წარმოაჩინეს, სასკოლო საზოგადოებას მისი კულტურა და ისტორია გააცნეს
მოსწავლეების შემოქმედებითი უნარებითა და საშემსრულებლო ოსტატობით აუდიტორია სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა და მათ მხურვალე ტაში დაუკრა
სანტასთვის სურვილების სიის შედგენა და შემდეგ წერილის მიწერა საახალწლო პერიოდის განუყოფელი ნაწილია