მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
14 აპრილს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირის საჯარო სკოლის მე-7 კლასში ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“ ჩატარდა.
ინტელექტუალური შეჯიბრის თემა იყო - ქართული ენა, ლიტერატურა, ისტორია და ფოკლორი.
მე-7 კლასის დამრიგებელი და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თ.აფრიდონიძე გახლავთ.
„თამაშის დაწყებამდე მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრა 14 აპრილის მნიშვნელობის შესახებ. მოსწავლეებს მომზადებული ჰქონდა პრეზენტაცია 1978 წლის 14 აპრილს განვითარებული მოვლენების შესახებ.
რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, მასში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ, გამოავლინეს როგორც ერუდიცია, ისე ლოგიკური აზროვნების უნარი. თამაშის დასრულების შემდეგ, ყველა მონაწილეს გადაეცა სიგელი.
2021 წლის 14 აპრილი ლამაზ ფურცლად ჩაიწერა თერჯოლის სოფელ კვახჭირის საჯარო სკოლის ისტორიაში“,- აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
izrune.ge-ს ხელოვნური ინტელექტი „იო“ მალე მოსწავლეებს საკუთარ ძლიერ მხარეებს დაანახებს და პროფესიის არჩევაშიც დაეხმარება
ოლიმპიადის მეორე ტურის შედეგი გამოქვეყნდა - იხილეთ სწორი პასუხები და მინიმალური ქულები საგნების მიხედვით
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა ელექტროსტატიკის შესახებ ინფორმაცია მოიძიეს