მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბათუმის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად და რა თქმა უნდა, არსებული პროტოკოლოს ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში და დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობენ სხვადასხვა ტრენინგსა თუ პროექტში.
ბათუმის N2 საჯარო სკოლაში ჩატარდა საინტერესო ტრენინგი მოსწავლეებისთვის პროექტ „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩევლის“ ფარგლებში. საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერი გახლდათ ციალა შავაძე; პროექტის მიზანი კი, ახალგაზრდა ამომრჩევლების სამოქალაქო და საარჩევნო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა იყო.
ტრენინგი შემდეგ თმებს შეეხებოდა: არჩევნების ისტორია საქართველოში, არჩევითი ორგანოები, არჩევნების ჩატარების პრინციპები, გენდერული თანასწორობა საარჩევნო პროცესში, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია, ინფორმირებული ამომრჩეველი, ჩართული მხარეები. მოსწავლეებმა კი ჩაატარეს ხმის მიცემის იმიტირებული პროცესი.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“