სიახლეები
სკოლები

ახალშენის საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღნიშნეს
19-04-2021
-
+


ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღნიშნეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა მუსიკალური ნომრები შეასრულეს და კედლის გაზეთი დაამზადეს. 

„პანდემიიდან გამომდინარე დედაენის დღის აღსანიშნავად მოვერიდეთ დიდ ღონისძიებას და შემოვიფარგლეთ ერთი სიმღერითა და კედლის გაზეთის დამზადებით“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა. 

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები
ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მომავალი ადამიანისა და ერისა უნდა იყოს მშვიდობიანი
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე საზოგადოებას ახალ წელს ულოცავს

„თოვლის პაპა ან თოვლის ბაბუა ქართული ელემენტებით მორთულ გარემოშია, რაც აერთიანებს კულტურულ და თანამედროვეობის მახასიათებლებს“

ახალი წლის მილოცვა მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე

ETALONI.GE გილოცავთ 2025 წელს ! 

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ნიჭიერმა პატარებმა მაყურებლის დიდი  მოწონება და ოვაციებიც დაიმსახურეს

ეს დღე დიდხანს დაამახსოვრდებათ პედაგოგს, ბავშვებს და მოწვეულ მასწავლებლებს

საინტერესო
ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მომავალი ადამიანისა და ერისა უნდა იყოს მშვიდობიანი

„თოვლის პაპა ან თოვლის ბაბუა ქართული ელემენტებით მორთულ გარემოშია, რაც აერთიანებს კულტურულ და თანამედროვეობის მახასიათებლებს“

ახალი წლის მილოცვა მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე

გაგაცნობთ იმ ცვლილებებს, რომლებსაც მომავალ წელს უნდა ველოდეთ

საშობაოდ, საჩუქრის ჩუქების ტრადიციამ სათავე გერმანიაში, მე-16 საუკუნიდან აიღო

სიახლეები
საზოგადოება