მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ოფურჩხეთის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს. დედა ენის დღის აღნიშვნას სხვადასხვა კლასის მოსწავლეები აქტიურად შეუერთდნენ. გარდა ამისა, სკოლაში ჩტარდა კონფერენცია, მოსწავლეებმა დაამზადეს ბუკლეტები და კედლის გაზეთები.
„დედაენის დღესთან დაკავშირებით ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა, მარინა ბოლქვაძემ და თეა ხაცავამ განახორციელეს პროექტი: „ჩვენი ენა ქართული“, მე-11 კლასში ჩატარდა კონფერენცია „14 აპრილი - საქართველოს სახელმწიფოს ენის დღე“. მოსწავლეებმა გაიხსენეს ქართული ენის ისტორია და შეეცადნენ წარმოედგინათ ქრონოლგიურად ქართული ენის განვითარების ეტაპები, გაიხსენეს 14 აპრილის მოვლენები და წარმოგვიდგინეს თუ რა მდგომარეობა იყო იმდროინდელ საქართველოში, იმსჯელეს ქართული ენის დაცვის მნიშვნელობაზე. მეხუთეკლასელებმა თავიანთი ხელით დამზადებული ბუკლეტებით მიულოცეს სკოლის ადმინისტრაციას, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს 14 აპრილი. მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით შეიქმნა კედლის გაზეთები და გამოიკრა სასკოლო სივრცეში“, - გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“