მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ქართული ტრადიციული სამზარეულოს შესახებ ჩატარებული მრავალფეროვანი გაკვეთილით დასრულდა.
16 აპრილს, მე-10 და მე-11 კლასში ჩატარდა საინტერესო გაკვეთილი საქართველოს ეთნოგრაფიაში, თემაზე: „ქართული ტრადიციული სამზარეულო“.
მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაცია ქართული კერძების წარმოშობის, გავრცელებისა და მომზადების შესახებ. გაკვეთილი იყო ინტერაქტიული მეთოდებით შეჯერებული, სადაც აჩვენეს ფილმის ნაწყვეტები სხვადასხვა კუთხის სუფრის ამსახველი კადრებით.
გარდა თეორიული ნაწილისა, კლასში გააწყვეს ქართული ტრადიციული კერძები და ადგილზევე დააგემოვნეს.
გაკვეთილის დასასრულს სკოლის დირექტორმა ნინო წილოსანმა სამოქალაქო განათლების მასწავლებლის, ნინო კახნიაშვილის მიერ ახალი თაობის ფარგლებში, ჩატარებული კომპლექსური დავალების პრეზენტაცია დადებითად შეაფასა. სკოლის ხელმძღვანელმა მასწავლებელსა და მოსწავლეებს ფასიანი საჩუქრები და სიგელები გადასცა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ანაზღაურება 1250 ლარია - მანდატურების ვაკანსიები გამოცხადდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიება მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა