სიახლეები
სიახლეები

უჩერდება თუ არა სტატუსი მოსწავლეს, რომელიც ონლაინ გაკვეთილებს ვერ ესწრება
26-04-2021
-
+


მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობის მონიტორინგის მექანიზმი უკვე ამოქმედდა და განათლების სამინისტრომ დააწესა რეგულაციები, რომელიც სკოლებს ავალდებულებს, მოსწავლის სკოლაში ან დისტანციური ფორმით ჩატარებულ გაკვეთილებზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, რეაგირება მოახდინოს.

განათლების სისტემა ყველა კანონიერ ბერკეტს გამოიყენებს მოზარდის სასწავლო პროცესში ჩასართავად. იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული ეტაპების გავლის შემდეგ, მოსწავლე არასაპატიო მიზეზების გამო სკოლაში მაინც არ გამოცხადდა, მას მოსწავლის სტატუსი უჩერდება. 

მართალია, სტატუსის აღდგენა ხდება მაშინვე, როგორც კი მშობელი განცხადებას დაწერს, თუმცა ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ეს რეგულაციები გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს და საინტერესოა, რას ვუპირებთ სტატუსშეჩერებულ მოსწავლეებს - ხომ არ ჩნდება მეტი საფრთხე, ისინი ქუჩაში აღმოჩნდნენ?

ამ საკითხზე განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ განმარტება გააკეთა:

„განათლების სამინისტრომ მონიტორინგის სისტემა შექმნა. აქამდე 90 დღის განმავლობაში ბავშვი რომ არ დადიოდა სკოლაში, არავინ კითხულობდა, ახლა კი სკოლა ვალდებულია, მეათე დღეს წერილობითი ანგარიში წარადგინოს, სადაც გაწერილი იქნება 10 დღის განმავლობაში, რა ინტერვენცია განახორციელა დამრიგებელმა, მოიძია თუ არა ინფორმაცია“.

მაგრამ აქ ჩნდება კიდევ ერთი პრობლემა, როდესაც ქვეყანა პანდემიის მესამე ტალღის წინაშე დგას და არის საფრთხე, სკოლები კვლავ დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ, რა მოხდება იმ ბავშვების შემთხვევაში, ვისაც არ აქვს წვდომა ტექნოლოგიებთან ან ინტერნეტთან, ვერც ტელესკოლას უყურებს და ზოგადად, ვერ ერთვება ონლაინ-რეჟიმში? - ამ საკითხზე ეკატერინე დგებუაძე განმარტავს, რომ „განათლების სამინისტროს კარგად აქვს გაცნობიერებული ყველა ის გამოწვევა, რომლის წინაშეც დგას სისტემა. დისტანციური სწავლების დროს ბავშვს არ შეუწყდება მოსწავლის სტატუსი; თუ ოჯახს არ გააჩნია შესაძლებლობა, დამრიგებელი ან საგნის მასწავლებელი, ნებისმიერი ფორმით ამყარებს კომუნიკაციას; არ უნდა გაწყდეს ეს კომუნიკაცია, მინიმუმ ინფორმაცია უნდა ჰქონდეს სკოლას, ეს ბავშვები რატომ არ ერთვებიან გაკვეთილებში“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

გეგმური და არაგეგმური შემოწმებები საჯარო და კერძო სკოლებში - რა წერია დოკუმენტში

მასწავლებელთა საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია - ინფორმაცია სპეცპედაგოგებისთვის

საქართველო ENQA-ის წევრობის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს, ცენტრს ხარვეზების გამოსასწორებლად 2 წლიანი ვადა აქვს

ვინ უნდა იყიდოს ბაღში ფერადი ფურცლები და ილუსტრირებული წიგნები - ვალდებულებები

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები
მათ, დამრიგებელ თამარ კაჭარავას ხელმძღვანელობით, პატივი მიაგეს საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულთა ხსოვნას
 

მოსწავლეებმა თავიანთი იდეები და დამოკიდებულება პლაკატებზე გამოსახეს

ამ საინტერესო და სახალისო დღის სლოგანი იყო: გვიყვარდეს წიგნი, რომ გვერქვას წიგნიერი!

სპორტული აქტივობების მეორე ეტაპი მაგიდის ჩოგბურთს დაეთმო

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება