მესტიის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლები უჩვეულო სანახაობის მომსწრე გახდნენ
01-12-2017
დაკოპირებულია
-
+
მესტიის N1 საჯარო სკოლაში ღონისძიება „შემოდგომის გაცილება" ჩატარდა.
როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, უჩვეულო სანახაობის მომსწრე გახდნენ მესტიის N1 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეთა მშობლები: „უჩვეულო სანახაობის მომსწრე გახდნენ მესტიის N1 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეთა მშობლები, როცა მათი შვილების მიერ მოწყობილი მუსიკალურ-შემეცნებითი პროექტის „ვაცილებთ შემოდგომას" მონაწილენი გახდნენ. ამ საინტერესო ღონისძიების სულისჩამდგმელნი იყვნენ პედაგოგები: მარიტა ბიბლაია, მადონა მჭედლიანი, თამილა ჩართოლანი და ნაირა გვარლიანი. მუსიკალურად კი გააფორმა იამზე ფილფანმა. პატარებმა მოწვეულ სტუმრებთან ერთად ბევრი იხალისეს და მშობლებს ხელოვნების გაკვეთილზე შექმნილი ნახატები წარუდგინეს."