მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ილო მოსაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირის საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღნიშნეს.
მე-4 კლასის მოსწავლეებმა სკოლის ეზო მოხატეს. მოსწავლეთა მასწავლებელი ლიანა დევიძე გახლავთ.
მოსწავლეები აქტივობაში ხალისით ჩაერთვნენ და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა.
1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ანაზღაურება 1250 ლარია - მანდატურების ვაკანსიები გამოცხადდა
izrune.ge-ს ხელოვნური ინტელექტი „იო“ მალე მოსწავლეებს საკუთარ ძლიერ მხარეებს დაანახებს და პროფესიის არჩევაშიც დაეხმარება
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოტივირებულ მოსწავლეთა სახელზე კი არაერთი წარმატებაა