მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხონის N1 საჯარო სკოლის კედლებში ნამდვილი დღესასწაული მოეწყო, რომლის მთავარი გმირებიც სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები იყვნენ. ეს კი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ხონის N1 საჯარო სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, მოსწავლეებს უყვართ სწავლა და არც ისეთ თარიღებს ივიწყებენ, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ქვეყნის ისტორიაში.
ხონის N1 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგმა, ქეთევან კაკაბაძე თავის პაწაწუნებს იმაზე ესაუბრა, რომ უნდა უყვარდეთ და მუდამ იდგნენ მშობლიური ენის სადარაჯოზე.
„სიტყვებს წინაპართ მიერ გახედნილთ, დიდი რუსთველის უღელში ნაბამთ, შობილთ: კლარჯეთით, ქართლით, კახეთით, ერთად შეკრიბა რომელნიც საბამ. ვეალერსები ვითარცა ყვავილთ, სიცოცხლე მარტო იმიტომ მინდა, რომ ჩემს საფლავზე ყაყაჩოსავით ჰყვაოდეს სიტყვა, ქართული სიტყვა.
დღეს 14 აპრილია, დედაენის დღე, ქართული ანბანი მეფე ფარნავაზმა შექმნა და განავრცო, რომელიც იმ თოთხმეტთაგანია მსოფლიოს ენათა შორის, რომელსაც დამწერლობა გააჩნია. ყოველი ქართული ასო ისეთი ლამაზია, გედის ყელით ნამღერს ჰგავსო, - უთქვამს დიდ იაკობს. უფალმა დალოცოს ყველა ის ქართული სიტყვა, რომელიც მზესავით აბდღვიალებულა, ამზევებულა. გილოცავთ ქართული ენის დღეს, ყველა ქართველის ვალია, გაუფრთხილდეს წინაპრების მიერ სისხლის ფასად დაცულ ქართულ ანბანს, რომელსაც კლავდნენ და არ კვდებოდა, რადგან მეციხოვნედ რუსთაველი ჰყავდა, ბურჯად კი გოგებაშვილი ედგა“, - ასე მიულოცა საყვარელმა მასწავლებლემა ბავშვებს დედაენის დღე და ბოლოს პირობა ჩამოართვა, რომ ისინი ყოველთვის გაუფრთხილდებიან დედა ენას.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ანაზღაურება 1250 ლარია - მანდატურების ვაკანსიები გამოცხადდა
izrune.ge-ს ხელოვნური ინტელექტი „იო“ მალე მოსწავლეებს საკუთარ ძლიერ მხარეებს დაანახებს და პროფესიის არჩევაშიც დაეხმარება
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
კლუბს მასწავლებელი გიული ხარხელი ხელმძღვანელობს