ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი სურათები დიდი ინტერესით დაათვალიერეს
01-12-2017
დაკოპირებულია
-
+
ბათუმის N8 საჯარო სკოლის IIIა კლასში ილია ჭავჭავაძის 180 წლისთავის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება თემაზე - „ერის განმანათლებელი - ილია“ ჩატარდა.
ღონისძიება ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის მუზეუმში პედაგოგ დარეჯან ჯინჭარაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიული მოღვაწეობის მიერ საინტერესო აზრები, ბრძნული გამონათქვამები;
კონკურსი ჩატარდა ილიას ლექსების საუკეთესო სტრიქონების კითხვაში; მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერები ,,ჩემო კარგო ქვეყანა“, მამულზე, საქართველოზე, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.
მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მუზეუმში ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი სურათები.
ღონისძიებაზე მოწვეული იყო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე ნინო გოგოლიშვილი, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი - მარიამ ჭანტურია და მოსწავლეთა მშობლები, რომლებმაც შეაფასეს მოსწავლეთა აქტიურობა და დიდი მადლობა გადაუხადეს მათ დამრიგებელს - დარეჯან ჯინჭარაძეს.