სიახლეები
სიახლეები

2021 წლის სასწავლო-შემოქმედებითი ონლაინ-კონფერენცია „უკეთესი განათლებისთვის“
19-04-2021
-
+


2020 წელს ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდულმა ცენტრმა პარტნიორ ორგანიზაცებთან ერთად: საერთაშორისო განათლების, ხელოვნების კულტურის კვლევის ინსტიტუტი; ტრენინგ-ცენტრი „ცოდნა“, ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ბიბლიოთეკის მართვის ცენტრი, რეგულაციების წესების დაცვით ონლაინ რეჟიმში განახორციელა სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია.

კონფერენციაში მონაწილეობა სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების: ზუგდიდის, წალენჯიხის, ხობის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ კონფერენცია პანკისის ხეობიდან ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები გამოეხმაურნენ.

პანდემიასთნ დაკავშირებული შეზღუდვებიდან გამომდინარე დროულად ვერ მოხერხდა ი. ჭკუასელის სახელობის სასწავლო ვაუჩერების გაცემა, რისთვისაც საერთაშორისო განათლების კულტურის ხელოვნების კვლევითი ინსტიტუტი ვაუჩერის მფლობელებს ბოდიშს უხდის.

საერთაშორისო განათლების კულტურის ხელოვნების კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის ინიციატივით დაარსა ირმა ჭკუასელის სასწავლო სტიპენდია - 1000 ლარი. ტრენინგ ცენტრი „ცოდნა“ უზრუნველყოფს ონლაინ სწავლებას. ორგანიზაცია ვაუჩერის მფლობელებს სთავაზობს ონლაინ სწავლების ტრენინგებს, ხოლო ა/წ. ივნის-ივლის-აგვისტოში სწავლების პროცესი გადაინაცვლებს სასწავლო დაწესებულებაში.

2021 წლის აპრილიდან განახლდება ონლაინ დისტანციური ფორმატით მოსწავლეების სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია.

პროექტი ჩატარდება მთელი საქართველოს მაშტაბით.

ონლაინ კონფერენციის მიზანია: 

ა) ტექნოლოგიური და ინტელექტუალური ინფორმაციის კვლევა-ძიების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.

ბ) ანალიტიკური აზროვნების, შემოქმედებითი უნარების, ქრისტიანული, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო იდეალების განვითარება.

გ) ცხოვრებისეული გამოწვევების მიმართ სწორი გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება.

დ) თავისუფალ და დემოკრატიული ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება

კონფერენციის მონაწილეებს შეუძლიათ იმუშაონ შემდეგი თემატიკის გათვალისწინებით:

1) სამშობლო, როგორც უფალი ერთია ქვეყანაზედა.

2) ბუნების განცდა კულტურათა დიალოგში.

3) საინფორმაციო ტექნოლოგიების რევოლუცია.

4) რელიგიისა და მეცნიერების ურთიერთ მიმართების საკითხები.

5) მსოფლიო პანდემია და საქართველო.

6) გრძნობად-სულიერი სამყაროს მხატვრული  ანალიზი  ჰაგიოგრაფიულ მწერლობაში.

7) პიროვნებისა და საზოგადოების ურთიერთზემოქმედების ფორმები.

8) დისტანციური სწავლების პერსპექტივები.

9) ეკოლოგია და თანამედროვე სამყარო.

10) ქართული კულტურა და მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი.

11) ევროპული ღირებულებებისა და ქართული ტრადიციების ურთიერთმიმართების პრობლემა.           
მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება, გაგზავნონ თავისუფალი ჩანახატი, ესე, მოთხრობა, ლექსი, ისტორიული ნარკვევი; შეარჩიონ მათთვის საინტერესო და აქტუალური საკითხები.

ნაშრომის მოცულობა, სიტყვების რაოდენობა უნდა იყოს - 1000-მდე.

საკონფერენციო მასალები უნდა წარადგინოთ 2021 წლის 28 აპრილამდე და გაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე contact.eccy@gmail.com

დასკვნითი ღონისძიება და დაჯილდოება ჩატარდება  22 ივნისს.

დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ საკონტაქტო ნომრებზე: 599 50 60 44, 579 90 64 90.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ

სკოლის წარმომადგენელი მუდმივმოქმედ კომისიაში იქნება - ცვლილება კანონში

რა შემთხვევაში აქვს სკოლას 1 ან 2-წლიანი ვადა ხარვეზების გამოსასწორებლად - დეტალები

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

ღონისძიების მიზანი იყო ბავშვებში შემოქმედებითი აზროვნების განვითარება, ხელოვნებისადმი ინტერესის გაღვივება

ბეკამის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

თბილისის N61 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე ზეიმით აღნიშნეს

„ხელოვნების ფესტივალი“ ხობის ცენტრალურ პარკში და ძველი ხიბულის მოსწავლეების შემოქმედება აღდგომის თემაზე
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება