მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში დედაენის ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა. ამ ისტორიული თარიღის გახსენებას სკოლა მრავალფეროვანი აქტივობებით შეურთდა და ღონისძიებებში მთელი სკოლა ჩაერთო.
სკოლაში კვირეული 14 აპრილს გაიხსნა. მოსწავლეებმა: ა. გოგიაშვილმა, ნ. მიქიაშვილმა და ქ. ვარდოსანიძემ ქართული ენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს 1978 წლის 14 აპრილის მოვლენები, თუ რა საფრთხის წინაშე იყო ქართული ენა.
მოსწავლეებმა - ნ. ქასრაშვილმა და ს. სოფრომაძე მაღალმხატვრულად წაიკითხა ქართველი პოეტის ლექსი და შეასრულეს მუსიკალური ნომერი.
სკოლის თვითმმართველობის წევრებმა გამოუშვეს კედლის გაზეთი „მთიები“.
V- Xll კლასებში გაიმართა პრეზენტაციები თემაზე: „რა ენა წახდეს, ერი დაეცეს“.
V- Vlll კლასებში ჩატარდა მხატვრული კითხვის კონკურსი. საინტერესოდ წარიმართა ლიტერატურულ- მხატვრული კომპოზიცია თემაზე: „ენა დედაა ერისა“.
სკოლაში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
კვირეულში აქტიურად ჩაერთვნენ დაწყებითის მე-2 ა და ბ კლასები. „აი ია, აი თითი, აი მთელი სამყარო“ და „ო, ენავ ჩემო!“ - ამ ცნობილი ლექსების ციტატებით დაასათაურეს პატარებმა აქტივობა. კლასის ხელმძღვანელები არიან: მარინა ტურაბელიძე, ნინო რიჟამაძე.
კვირეულისკოლის ბიბლიოთეკის დარბაზში, ამაგდარი პედაგოგის, გარდაცვლილი ჯაბა წაქაძის სახელობის წიგნების თაროს გახსნით დასრულდა. ბიბლიოთეკაში გაწეული ქველმოქმედებისთვის დიდი წვლილი მიუძღვის მის ქალიშვილს, სკოლის კურსდამთავრებულს, მაგდა წაქაძეს.
მშობლიური ენისადმი მიძღვნილი კვირეულის ორგანიზატორები იყვნენ: ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა ხელმძღვანელი ცირა კუბლაშვილი, ლიტერატურული კლუბი „მთიები“ ხელმძღვანელი დოდო ქათამაძე და სკოლის თვითმმართველობა, მე-11 კლასის მოსწავლე ნინო მიქიაშვილი.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ანაზღაურება 1250 ლარია - მანდატურების ვაკანსიები გამოცხადდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიება მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა