სიახლეები
სკოლები

„ო, ენავ, ჩემო“ -  შუხუთის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
19-04-2021
-
+


ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთის საჯარო სკოლის მე-5 კლასში  დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „ო, ენავ, ჩემო“ ჩატარდა, რომლის მსვლელობისას მკაცრად იყო დაცული ყველა კოვიდრეგულაცია. 

გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი და სასწავლო ნაწილი, ასევე, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები.

ღონისძიება  გაიხსნა ი. აბაშიძის ლექსით -„ხმა კატამონთან“. შემდგომ ამისა, მოსწავლეებმა ისაუბრეს 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებზე, მოკლედ მიმოიხილეს იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია, ისაუბრეს „დედა ენის“ შექმნის ისტორიაზე, დიდაქტიკურ პრინციპებსა და მის სრულყოფილებაზე.

ღონისძიება დასრულდა ი. ჭავჭავაძის სიტყვებით: „სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან...“.  მოსწავლეების მიერ გაისმა მოწოდება, რომ ენას მოვლა, დაცვა და გაფრთხილება სჭირდება.

სკოლის დირექტორმა ბავშვებს დედა ენის დღე მიულოცა და მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებს - ირინე ლაცაბიძესა და თამარ ხუხუნაიშვილს.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ანაზღაურება 1250 ლარია - მანდატურების ვაკანსიები გამოცხადდა

პედაგოგებს ვადა 11 თებერვლამდე აქვთ - რა დოკუმენტაცია უნდა წარადგინოთ მასწავლებლის სახლში

ოლიპიადის შედგების გასაჩივრება დაიწყო -  აპელაციის ვადები და ინსტრუქცია 

თოვლი, ქარბუქი, ნისლი... ამინდი უარესდება

izrune.ge-ს ხელოვნური ინტელექტი „იო“ მალე მოსწავლეებს საკუთარ ძლიერ მხარეებს დაანახებს და  პროფესიის არჩევაშიც დაეხმარება

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მათ შორის მოსწავლეების ყურადღების მიღმა არ დარჩენილია ანა კალანდაძის საუკუნოვანი იუბილე

ღონისძიების მიზანი იყო წიგნისადმი ღირებულებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება და კითხვის პოპულარიზაცია

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება