მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თერჯოლის მუნიციპალიტეტის, ნახშირღელეს საჯარო სკოლა სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად და რა თქმა უნდა, არსებული პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში და სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ.
ნახშირღელის საჯარო სკოლის ეკოკლუბის მოსწავლეებმა, რომელსაც ბილოგიის პედაგოგი, ნონა ბასილაძე ხელმძღვანელობს, იმერეთის რეგიონის დაცული ტერიტორიების ხელმძღვანელობასთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს პროექტში „ეკოგმირი“. ბავშვებმა სხვადასხვა აქტივობით გამოიჩინეს თავი.
„ტყე ბუნების განსაკუთრებული ფენომენია, აქ ყველა პოულობს სულიერ საზრდოს.ტყე დედამიწის მხოლოდ სამკაული,ესთეტიკური წყარო როდია, ტყისგან თვით სიცოცხლეც ბევრადაა დავალებული.
ბუნების ძეგლებს ცოცხალი და არაცოცხალი ბუნების ქმნილებებს - გამოქვაბულებს, ჩანჩქერებს, გეიზერებს, გეოლოგიურ წარმონაქმნებს,როგორც წესი აქვთ მეცნიერულ, სასწავლო-საგანმანათლებლო, ისტორიული და კულტურული ღირებულება.
ამიტომ ჩვენი სკოლის ეკოკლუბის წევრებმა გადავწყვიტეთ, ნავენახევის მღვიმის ტერიტორიაზე, მონაწილეობა მიგვეღო უნიკალური ჯიშის ხეების დარგვაში.დაირგო დღეს გადაშენების პირას მდგარი ხეები: წაბლი, ძელქვა, წიფელი.
წაბლი - ნიკო კეცხოველი აღნიშნავს, რომ იმ ტყეს, სადაც წაბლია გავრცელებული, ბაღივით უნდა მოვუაროთ. მისი ნაყოფი ღირსებით არცერთ ბაღში მოყვანილ ხილსა და კენკროვანზე ნაკლები არ არის.
ძელქვა - პლანეტის უძველესი მცენარეა. ის სწრაფად იზრდება და სამას წლამდე ცოცხლობს.წიფელი ჩვენებური ტყეების პატრიარქია.იგი წარსულ გეოლოგიურ ეპოქათა ცოცხალი ნაშთია.იგი დღეგრძელობით გამოირჩევა. ასე რომ, ნავენახევის ტერიტორიაზე ჩვენც დავტოვეთ ჩვენი ნაკვალევი. ტყე უნდა შევუნახოთ ჩვენ შვილებს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ანაზღაურება 1250 ლარია - მანდატურების ვაკანსიები გამოცხადდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მათ შორის მოსწავლეების ყურადღების მიღმა არ დარჩენილია ანა კალანდაძის საუკუნოვანი იუბილე